Next Nissan GT-R to Keep Front-Engined 2+2
Formula; Will go Hybrid and arrive in 2018
9 თებერვალი
„ნისანი“ თავის სუპერ ავტომობილ GT-R-ის ახალ
თაობას 2018 წელს გამოუშვებს და უკვე ცნობილია, რომ ახალი ავტომობილიც წინა
ძრავიანი, 2+2 სალონით იქნება. მაგრამ შეიცვლება ძალური დანადგარი - შიდაწვის
ძრავს ჰიბრიდული სისტემა ჩაანაცვლებს, რომლის მახასიათებლებიც ჯერჯერობით უცნობია.
ეს ინფორმაცია, გამოცემა „ტოპ გიართან“ საუბრისას, მოდელ
GT-R-ის „ნათლიმამამ“, კაზუტოში მიზუნომ და „ნისანის“ კრეატივის განყოფილების შეფმა
შირო ნაკამურამ დაადასტურეს. ნაკამურას ჰკითხეს, ინტერნეტით გავრცელებული ესკიზებიდან
რომელიმე ახლოს მაინც თუ არის მომავალ GT-R-თან, რაზეც მან მიუგო, რომ ასე არ იქნება,
თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ახალი ავტომობილის ზოგიერთი ელემენტი ვირტუალური „ვიჟნ
გრან ტურიზმოს“ (ფოტოზე) გაგვახსენებს, რომელიც კომპიუტერულ სიმულატორ „გრან პრი
6-სთვის“ არის შემუშავებული.
სუპერ ავტომობილ „ნისან GT-R-ის“ ახლანდელი ვერსია
ჯერაც პოპულარულია და იაპონური კომპანია პერიოდულად მყიდველს მის განსხვავებულ
ვერსიებს სთავაზობს, რითაც მოთხოვნის მაღალ დონეზე შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
პარალელურად კი უკვე დაწყებულია ახლის შემუშავებაც.
No comments:
Post a Comment