დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 9, 2015

„იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილების ბონდიანისთვის

Jaguar-Land Rover's Trio of Cars for New James Bond Movie Spectre
9 თებერვალი
ჯეიმს ბონდის მორიგი ფილმის, „სპექტრის“ გადაღების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, გადასაღები პავილიონიდან რამდენიმე „რეინჯ როვერ სპორტი“ მოიპარეს. თუმცა, ბრიტანული კომპანიის ჩართულობა ამ ფილმში ამით არ შემოიფარგლა. „იაგუარ ლენდ როვერმა“ 24-ე ფილმის გადამღებ ჯგუფს სასწრაფოდ ახალი ავტომობილები მიაწოდა.
ამ ავტომობილებს შორისაა კლასიკური „ლენდ როვერ დიფენდერის“ ბაზაზე შექმნილი ვერსია „ბიგ ფუტ“, „რეინჯ როვერ სპორტ SVR“ და „იაგუარის“ სუპერ ავტომობილი C-X75, თავისი ჰიბრიდული აგრეგატით, რომელიც თითქმის 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ავტომობილი, ფორმულა ერთის გუნდ „უილიამსის“ სპეციალურ შტო „უილიამს ედვანსედ ენჯინიარინგის“ სპეციალისტებთან ერთადაა შემუშავებული, მაგრამ სამწუხაროდ, „კატებმა“ მისი წარმოება არ ისურვეს.
„იაგუარის“ სუპერ ავტომობილს ფილმში „ცუდი ბიჭი“ ვილენი გამოიყენებს, ჯეიმს ბონდის (დანიელ კრეიგი) განკარგულებაში კი ფილმისთვის სპეციალურად შექმნილი „ასტონ მარტინ DB10 იქნება. მათი რბოლის კადრებს რომის ქუჩებში გადაიღებენ. სხვათა შორის, „ასტონმა“ ამ ფილმისთვის ათი ცალი DB10 დაამზადა, რომლების სერიულ წარმოებასაც არ აპირებს.
„ლენდ როვერის“ ორივე ავტომობილი კომპანიის შტო „სპეშლ ოპერეიშნზის“ ინჟინრების მიერაა შემუშავებული. მათ ავსტრიის ალპებში, თოვლიან გზებზე უკვე იღებენ. გაუვალ თოვლში გადაადგილებაში, „დიფენდერ ბიგ ფუტს“ 37-დუიმიანი ბორბლები ეხმარება. გარდა ამისა, ორივე ავტომობილი გარეგნულადაც შეცვლილია, რადგან ისინი ფილმისთვის საჭირო ეკიპირებით აღიჭურვა. გაუმჯობესდა საკიდარი და ძარები.
„სპექტრის“ მსოფლიო პრემიერა 6 ნოემბერს არის დანიშნული.

No comments:

Post a Comment