დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 22, 2015

ბატონი: „მაკლარენ-ჰონდა“ პირველ რბოლას ვერ მოიგებს

 Button admits McLaren-Honda 'won't win first race'
22 თებერვალი
ხერესისა და ბარსელონას ტესტებმა, „მაკლარენ-ჰონდას“ პრობლემები გამოავლინა, რომელთა გამოც, გუნდი სატესტო პროგრამის სრულფასოვნად გავლას ვერ ახერხებს. გუნდის შეფ ერიკ ბუიეს თქმით, სატესტო პროგრამის დაახლოებით 50 პროცენტი არის შესრულებული. მაგრამ ჯენსონ ბატონი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და ამბობს, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება.
„ჩვენი სიტუაცია უფრო უარესად მოჩანს, ვიდრე რეალურადაა. იმიტომ, რომ მე ვიცი, პრობლემებს მოვაგვარებთ. ისიც ვიცი, რომ პირველ რბოლაში, გამარჯვების უნარის მქონე მანქანით ვერ ვიასპარეზებთ, მაგრამ სეზონის ბოლომდე მოგება უნდა შევძლოთ. ყველა დაინახავს დიდ გაუმჯობესებას“, - ამბობს ბატონი.
მისი თქმით, ავტომობილს დიდი პოტენციალი გააჩნია. არის პრობლემები, რომლებიც ტესტებზე გამოვლინდა, თუმცა სეზონის დაწყებამდე მათი გამოსწორება ადვილად შეიძლება. წინ ორ სეზონში, გუნდი სულ სხვა სიტუაციაში იყო, მანქანას სისწრაფე აკლდა. ახლა კი განსხვავებული ვითარებაა.
„ყოველთვის, როცა მანქანაში ვჯდები, ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ზღვარზე მისი მართვის საშუალება ჯერ არ მქონია“, - დასძენს მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი.

No comments:

Post a Comment