დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 22, 2015

„შევროლემ“ ინდიქარის ბოლიდებისთვის აეროპაკეტი შეიმუშავა

Chevrolet Presents All-New 2015 IndyCar Aero Package
22 თებერვალი
ინდიქარის სერიის ის გუნდბი, რომლებიც „შევროლეს“ ძრავებით ასპარეზობენ, ავტოკომპანიისგან დამატებით აეროდინამიკურ პაკეტსაც მიიღებენ. ეს პაკეტები მოკლე ოვალების, საქალაქო ტრასებისა და კლასიკური ავტოდრომებისთვისაა. პაკეტში შევიდა წინა ფრთის ახალი ელემენტები, შეცვლილი ფორმის გვერდითა ჰაერის ამღებები და ახალი უკანა ანტი ფრთა.
ამის გარდა, მალე ამერიკული კომპანია თავის სარბოლო პარტნიორებს, სწრაფი ოვალებისთვისაც (როგორებიცაა ინდიანაპოლისის, ფონტანას, მიჩიგანის და სხვა ამ ტიპის ოვალები) ცალკე პაკეტს შესთავაზებს. ოღონდ, მისი წარდგენა მოგვიანებით, ინდი 500-ის წინ მოხდება.
„ჩვენ ისეთი აეროდინამიკური პაკეტის შემუშავება გადავწყვიტეთ, რომელიც ჩაჭიდების და წინააღმდეგობის ბალანსირებულ კომბინაციას მოგვცემდა. მუშაობა ძრავის მახასიათებლების გათვალისწინებით მიმდინარეობდა. ამიტომ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს წარმადობი სრული პაკეტია“, - ამბობს „ჯენერალ მოტორსის“ აშშ-ის შტოს ვიცე პრეზიდენტი ჯიმ კემპბელი, ვინც სპორტული ავტომობილების და მოტორსპორტის აქტივობებს უძღვება.
კომპანიის განცხადებით, ახალი პაკეტის დახმარებით, სარბოლო ავტომობილების აეროდინამიკური მახასიათებლები უმჯობესდება. ეს კი პილოტებს მოსახვევში უფრო სწრაფად შესვლის და იქიდან ასევე სწრაფად გამოსვლის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ავტომობილები სწორ მონაკვეთებზე მაქსიმალურ სიჩქარესაც შეინარჩუნებენ.
„შევროლემ“ ახალი აეროდინამიკური პაკეტის ტესტები მაიამის ჰოუმსტედის ოვალზე, ოსტინის „ცირკვირ ოფ ამერიკასზე“ (სადაც ფ1-ის რბოლები ტარდება), ტექსას მოტორ სპიდუეიზე და ფინიქსის საერთაშრისო ტრეკზე ჩაატარა. „შევროლეს“ პარტნიორი გუნდები, ახალ პაკეტს პირველად ინდიქარის ახალი სეზონის პირველ ეტაპზე, 29 მარტს გამოიყენებენ, რომელიც ფლორიდის სანკტ პეტერსბურგში ჩატარდება.

No comments:

Post a Comment