დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 22, 2015

ალონსო ჰოსპიტალში

Alonso taken to hospital after test crash
22 თებერვალი
ბარსელონას ტესტების მეოთხე დღეს, ფერნანდო ალონსოს ავარია მოუვიდა, რის შემდგაც, ის ვერტმფრენით ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ერთ დღეს გაატარებს. ავარია ტრეკის მესამე, სწრაფ მოსახვევში მოხდა, სადაც მანქანა ბალახებში გადავიდა და კედელს მარჯვენა მხრით დაეჯახა. ავარია არ იყო ძიერი, მაგრამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს მაინც ადგილობრივ მედცენტრში გადაყვანა დასჭირდა.
როგორც „მაკლარენის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ალონსო ტრეკზევე გაესაუბრა ექიმებს და მედ ცენტრშიც მათ კითხვებს პასუხობდა. მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის არსებული პროცედურების შესაბამისად, ის მაინც ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რათა ტრავმები გამოერიცხათ.
ტრეკის მედპერსონალმაც აღნიშნა, რომ ალონსოს გონება არ დაუკარგავს და ექიმებს გაესაუბრა. პერსონალმა შემთხვევის ადგილზე ის მანქანიდან ამოსული და მის გვერდზე ჩამომჯდარი ნახა. უფრო მეტიც, ზოგ ფოტოზე ჩანს, რომ ესპანელი ბალახზე იწვა.
მისი მანქანა სერიოზულად არც კი დაზიანებულა. მექანიკოსებმა ის სწრაფად შეაკეთეს, რის შემდგაც, ტრასაზე გამოსვლა ჯენსონ ბატონმა დააპირა, თუმცა გუნდმა გადაიფიქრა და ტესტები შეწყვიტა.

No comments:

Post a Comment