დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 10, 2015

ბოტასი პირველ გამარჯვებას უმიზნებს

Bottas plays down Ferrari's headline test times
10 თებერვალი
ვალტერი ბოტასი არ გამორიცხავს, რომ ფორმულა ერთში თავის პირველ გამარჯვებას ამ სეზონში მოიპოვებს. ფინლი მრბოლი, გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეუი პილოტი იყო, რამდენჯერმე კვარცხლბეკზე ავიდა, რის შემდეგაც, სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მალე მას „მერსედესში“, ან „ფერარიში“ ვიხილავთ. მაგრამ სანამ ასე მოხდება, მანამ მას კიდევ ერთ სეზონს, გამოცოცხლებულ „უილიამსში“ გაატარებს.
ბევრი მოელის, რომ ახალ სეზონში, „მერსედესის“ მთავარი მეტოქე სწორედ „უილიამსი“ იქნება. მართალია, ხერესის ტესტებისას „უილიამს FW37“ ვერაფრით გამოირჩეოდა და ყველაზე მეტი ყურადღება „ფერარიმ“ მიიქცია, მაგრამ ბოტასი დარწმუნებულია, რომ რბოლებში სულ სხვა სიტუაცია იქნება და თავისი მოსაზრების გასამაგრებლად, გასული სეზონისწინა ტესტებს იხსენებს.
„თუ გასულ სეზონს გავიხსენებთ, ფერარი ხერესში მაშინაც უსწრაფესი იყო. მაგრამ როგორც კი სეზონი დაიწყო, სურათი დრამატულად შეიცვალა“, - ამბობს 25 წლის ფინელი და დასძენს, რომ რეალური სიტუაცია ბარსელონას ბოლო ტესტებზე უფრო გამოიკვეთება.
„რაც შეეხება ახალ უილიამსს, მანქანა ძალიან კარგი სამართავია. თუმცა, ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე საუბრისგან თავის შეკავებას ვამჯობინებ. ამას აზრი არც აქვს. მანქანების რეალური სიჩქარე ბარსელონას ბოლო ტესტებზე გამოჩნდება“, - ამბობს ბოტასი და არ გამორიცხავს, რომ ახალ სეზოპონში „უილიამსი“ ყველაზე სწრაფი იყოს, რაც მას გამარჯვების გემოს შეგრძნების საშუალებას მისცემს.
„მარჩიელობა ჩემი საქმე არაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია“, - დასძენს ბოტასი.

No comments:

Post a Comment