დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 11, 2015

„იაგუარ ლენდ როვერი“ წელს 500 000 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს

Jaguar Land Rover targets record 500,000 global sales in 2015
11 თებერვალი
„იაგუარ ლენდ როვერი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წელს 500 000 ავტომობილზე მეტის გაყიდვას გეგმავს. ამ გეგმის შესრულებაში, მას ორი ახალი ავტომობილი - სედანი „იაგუარ XE“ და უგზოობის „ლენდ როვერ დისქავერი სპორტი“ დაეხმარება. „გაყიდვების მოცულობის გაზრდა, ჩვენი თვითმიზანი არ არის. გაყიდვები კომპანიის მდგრადი განვითარების შედეგია“, - ამბობს ბრიტანული კომპანიის გაყიდვების დირექტორი ენდი გოსი.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ შარშან 462 678 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის გაყიდვებზე 9 პროცენტით მეტია. ეს ზედიზედ მეხუთე წელი იყო, როცა კომპანიამ გაყიდვები გაზარდა. გაყიდვები ყველა ბაზარზე, ყველაზე მეტად კი ჩინეთში გაიზარდა. ცისქვეშეთში გაყიდვების ზრდამ 28 პროცენტი შეადგინა, სულ კი იქ 122 000 ავტომობილზე მეტია გაყიდული.
„იაგუარ ლენდ როვერი“ მოელის, რომ გაყიდვების ზრდა მომავალ წელსაც გაგრძელდება, როცა „იაგუარი“ ბაზარზე თავის პირველ ქროსოვერ „F-პეისს“ გამოუშვებს. ამ ხუთადგილიანმა სპორტულმა ქროსოვერმა კონკურენცია „პორშე მაკანს“ უნდა გაუწიოს. გოსის თქმით, მისი წარმოება მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიწყება და პრაქტიკულად ყველა ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება. „F-პეისს“ კი მალე უახლესი „დიფენდერი“ მოჰყვება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბაზარზე სედან XE-ს დამკვიდრებას, რადგან საშუალო ზომის პრემიუმ ავტომობილების სეგმენტი ყველაზე კონკურენტული გარემოა. XE-ს და „დისქავერი სპორტის“ გარდა, ბრიტანული კომპანის წელს კიდევ 10 ახალი ავტომობილის გამოშვებას აპირებს.

No comments:

Post a Comment