დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 25, 2014

„არიელ ნომადი“ დებიუტისთვის ემზადება

Ariel Nomad revealed, will debut on Jan 9
25 დეკემბერი
კომპანია „არიელ მოტორი“თავისი სატრეკო ღია „არიელითაა“ ცნობილი, რომელსაც წლების განმავლობაში წარმატებით ჰყიდის. ამ ავტომობილის მფლობელები ტრეკზე დიდ სიამოვნებას ღებულობენ, თუმცა „ატომი“ მხოლოდ ასფალტისთვისაა. ამიტომ „არიელმა“ გადაწყვიტა, თავის კლიენტებს ისეთი ავტომობილიც შესთავაზოს, რომელიც უგზოობის პირობებში ისევე იგრძნობს თავს, როგორც „ატომი“ ასფალტზე. ახალ ავტომობილს სახელად „ნომადი“ შეურჩიეს.
„ატომის“ მსგავსად, „ნომადის“ სივრცული ჩარჩო-ჩონჩხიც მინიმალურადაა დაფარული ძარის ელემენტებით. ის ერთგვარი ბაგის სტილის ორადგილიანი ავტომობილია. აღჭურვილია დიდი ზომის ბორბლებით და აქვს მაღალი კლირენსი, რაც ცუდ გზებზე თავს „კარგად აგრძნობინიბს“. „ნომადს“ ძირი გამაგრებული აქვს, რათა ლოდზე ან სხვა საგანზე გადავლისას, მზიდი სტრუქტურა არ დაზიანდეს. დამცავი ჩარჩო, კოკპიტში მყოფებს, ავტომობილის ამოყირავების შემთხვევაშიც იცავს.
„ეს ავტომობილი ჩვენ ინტენსიურად გამოვცადეთ ტყის გზებსა რალის რბოლებში. ტესტების შედეგები განსაცვიფრებელი იყო. ტესტებმა გვიჩვენა, რომ ავტომობილი სწრაფი და სტაბილურია. თუმცა, ის მხოლოდ წინა ამძრავიანია. მალე კლდოვან და ტალახიან გზებზე ტესტებს ვაპირებთ და გვაინტერესებს, სრულ ამძრავიან ავტომობილებთან შედარებით, რამხელა განსხვავება იქნება“, - ამბობს „არიელის“ შეფ საიმონ სონდერსის შვილი ჰენრი ზიბერტ-სონდერსი.
პირველი ტესტები „ნომადს“ 15-დუიმიანი ბორბლებით და 235/70 საბურავებით ჩაუტარდა, თუმცა როცა ეს ავტომობილი ბაზარზე გამოვა (მომავალ წელს), მყიდველს ბევრ კომბინაციას შესთავაზებენ. კომპანიის ტესტ პილოტები აღნიშნავენ, რომ საბურავის შემადგენლობის ცვლა, ავტომობილის მართვაზე ძლიერ გავლენას ახდენს.
ავტომობილი „ჰონდას“ 2.4-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით 200 ცხენის ძალას ავითარებს. მასთან წყვილში იმუშავებს ასევე „ჰონდას“ წარმოების 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, წამყვან ბორბლებს შორის მაბრუნ მომენტს კი გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი ანაწილებს. შემდგომში „არიელი“ მოდელ „ნომადის“ უფრო ექსტრემალურ ვერსიებსაც გამოუშვებს.

„არიელ ნომადის“ პრემიერა 9 იანვარს გაიმართება.

No comments:

Post a Comment