დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 25, 2014

ლე მანიდან „პრიუსზე“

Next-Gen Prius to Get Technology Tested in Toyota’s Le Mans Racer
25 დეკემბერი
„ტოიოტა“ ჰიბრიდული ავტომობილების ბაზრის ლიდერია, პლაგ-ინ ჰიბრიდებსაც უშვებს, ელექტრომობილებსაც და უკვე წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილ ელექტრომობილებსაც. თუმცა, „მწვანე“ მიმართულებით იაპონური კომპანიის სიახლეების სია ამით არ შემოიფარგლება და ის სარბოლო ავტომობილებში გამოყენებული ჰიბრიდული ტექნოლოგიის სერიულ ავტომობილებზე დანერგვასაც ცდილობს.
ასეთი მიდგომა კარგად შეესაბამება საავტომობილო სამყაროში გავრცელებულ გამოთქმას - „მოიგე რბოლა კვირას და გაყიდე ავტომობილი ორშაბათს“. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ეს ბმა უფრო ტექნოლოგიურია და არა მარკეტინგული. „ტოიოტას“ საქარხნო გუნდი გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს. და იმ ტექნოლოგიის სერიულ წარმოებაში გადმოტანას აპირებს, რომელიც რბოლებში მის წარმატებას განაპირობებს.
ლაპარაკია ორ ავტომობილზე - სარბოლო პროტოტიპ „TS040 ჰაიბრიდსა“ და „პრიუსზე“. პირველის რამდენიმე კომპონენტი უკვე გადის გამოცდას შემდგომი თაობის „პრიუსზე“. სერიული ავტომობილის მსგავსად, LMP1 კლასის პროტოტიპების ერთ-ერთი პრიორიტეტიც საწვავის ხარჯის შემცირებაა - ასე ნაკლები დრო დაიკარგება საწვავის ავზის შესავსებად და შესაბამისად, 24 საათში მეტი მანძილის გავლასაც შეძლებს.
„ტოიოტა მოტორსპორტის“ პრეზიდენტი იოშიაკი კინოშიტა ამბობს, რომ სარბოლო პროტოტიპის კომპონენტები უკვე ინერგება შემდეგი თაობის „პრიუსზე“, თუმცა ისინი არ დაუკონკრეტებია. ამასთან დასძენს, რომ ლაპარაკი არაა მექანიკურ ნაწილებზე. გავრცელებული ინფომაციით, კინოშიტა მიკრიჩიპებზე და მიკროკონტროლერებზე ლაპარაკობს, რომლებსაც გამძლეობაზე რბოლების ურთულეს პირობებში უმძიმესი ტესტები აქვს გავლილი.
დასახელებულ სარბოლო სა სამოქალაქო ავტომობილებს მთავარი საერთო ის აქვთ, რომ ორივემ საწვავი ეკონომიურად უნდა მოიხმაროს. და ამაში გასაკვირი არაფერია - რბოლისას ნკლები საწვავის საჭიროება ნიშნავს მომცრო ავზებს, ნაკლებ წონას, აქედან გამომდინარე სიჩქარის ზრდას და საწვავის შევსებაზე დახარჯულ ნაკლებ დროს! სწორედ ამიტომ, წინა სეზონის პროტოტიპთან შედარებით, წლევანდელის საწვავის ხარჯი 25 პროცენტით შემცირდა. იმავდროულად, აგრეგატის სიმძლავრე, 750-დან 1000 ცხენის ძალამდე გაიზარდა.
კინოშიტა დასძენს, რომ ერთი ტექნოლოგია, რომელიც სარბოლი ავტომობილიდან, მეოთხე თაობის „პრიუსზე“ არ გადაინაცვლებს, არის ელექტრო ენერგიის დაგროვების სისტემა. სარბოლო ავტომობილზე ამ დანიშნულებით სუპერ კონდენსატორებს იყენებენ, სამოქალაქოზე კი - ელემენტების ბლოკს. კონდენსატორებში ენერგია სწრაფად გროვდება და სწრაფადვე გამოთავისუფლდბა, რაც სარბოლო რეჟიმში მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ისინი გაცილებით მსუბუქებიცაა. მაგრამ ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარია.

No comments:

Post a Comment