Ferrari to launch car in late January
24 დეკემბერი
„პროჯექტ 666“ - ჯერჯერობით ასე ჰქვია „ფერარის“
ახალ ბოლიდს, რომლის პრემიერაც იანვრის ბოლოს გაიმართება. წარდგენა ინტერნეტით
მოხდება. როგორც გუნდის ახალმა შეფმა მაურიციო არივაბენემ განაცხადა, ავტომობილს
უკვე გავლილი აქვს სავალდებულო ქრეშ ტესტები და წინასასეზონო ტესტებისთვის ემზადება.
ტესტები ხერესის (ესპანეთი) ავტოდრომზე, 1 თებერვალს
დაიწყება. „ფერარი“ ტესტებში პირველივე დღიდან ჩაერთვება. იტალიურ გამოცემა „ომნიკორსესთან“
საუბრისას, არივაბენეს ავტომობილის ჩვენების ზუსტი დრო არ უთქვამს. „მიზეზი
მარტივია - ინჟინრებმა მითხრეს, რომ წინა წლების გამოცდილებით, პრეზენტაციისთვის
მზადებას სამი დღე მაინც სჭირდება. ეს ძალიან ბევრია იმ ეტაპზე, როცა უმჯობესი იქნება,
თუ ყველა მანქანის მომზადებით დაკავდება და არა პრეზენტაციით“, - ამბობს არივაბენე.
No comments:
Post a Comment