დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 5, 2014

რალის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი

2015 WRC schedule finalized
5 დეკემბერი
დოჰაში გამართულ საბჭოზე, FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) მსოფლიო მოტორსპორტის საბჭომ, რალის მსოფლიო ჩემპიონატის 2015 წლის სეზონის კალენდარი გამოაქვეყნ. მასში ისევ 13 რბოლაა, რომელთა შორისაც, სამწუხაროდ ისევ არაა აკროპოლისის რალი.
დანარჩენი კი ყველაფერი ისევეა, როგორც გასულ სეზონში. ჩემპიონატს ისევ მონტე კარლოს რალი იწყებს და ბრიტანეთის რალი ამთავრებს. ცვლილება მხოლოდ თარიღებშია. ამასთან, პორტუგალიის და არგენტინის რალიმ ადგილები გაცვალეს. ახალ სეზონში არგენტინა მექსიკას მოჰყვება, შემდეგ კი რბოლა პორტუგალიაში ჩატარდება.
გარდა ამისა, შეიცვალა სპორტული რეგლამენტი. ამიერიდან გუნდებს საკუთარი ეკიპაჟებისთვის რბოლისას მეტოქეთა მიერ სპეცმონაკვეთის გავლის დროის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ეკრძალებათ. გარდა ამისა, თუ სტარტის მიცემიდან 20 წამში მანქანა დისტანციაზე გასვლას ვერ შეძლებს, ის WRC-ს რბოლიდან მოიხსნება და ასპარეზობის გაგრძელების უფლება მხოლოდ რალი2 წესებით ექნება.

რალის მსოფლიო ჩემპიონატის 2015 წლის სეზონის კალენდარი
25 იანვარი                რალი მონტე კარლო
15 თებერვალი         შვედეთის რალი
8 მარტი                     რალი მექსიკო
26 აპრილი                რალი არგენტინა
24 მაისი                     რალი პორტუგალია
14 ივნისი                  იტალიის რალი
5 ივლისი                   პოლონეთის რალი
2 აგვისტო                 ფინეთის რალი
23 აგვისტო               გერმანიის რალი
13 სექტემბერი         რალი ავსტრალია
4 ოქტომბერი            საფრანგეთის რალი
25 ოქტომბერი          ესპანეთის რალი
15 ნოემბერი             ბრიტანთის რალი

No comments:

Post a Comment