დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 5, 2014

„რენო-ნისანმა“ უკვე 200 000 ელექტრომობილი გაჰყიდა

Renault-Nissan Alliance Sold 200,000 EVs Worldwide
5 დეკემბერი
„რენო-ნისანმა“ გამოაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 200 000 ელექტრომობილი აქვს გაყიდული, რითაც ალიანსის წილმა ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების ბაზარზე, 58 პროცენტიანი წილი დაიკავა. ეს ზღვარი ფრანგულ-იაპონურმა ალიანსმა ნოემბერში გადაკვეთა. ანუ, დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ, რაც ბაზარზე „ნისან ლიფი“ გამოუშვა. ეს არის მსოფლიოში პირველი მასობრივი ელექტრომობილი.
200 000-ზე მეტი ელექტრომობილიდან, დაახლოებით 148 700 ცალ „ნისანის“ მარკისაა, 51 300-ზე მეტი კი - „რენოსი“. ამ წლის პირველ ათ თვეში ორივე კომპანიამ ერთად დაახლოებით 66 500 ელექტრომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე დაახლოებით 20 პროცენტით მეტია. მთელს მსოფლიოში გაყიდული ყოველი სამი ელექტრომობილიდან, ორი „რენოს“ და „ნისანის“ წარმოებისაა.
ალიანსი ყველაზე მეტ ელექტრომობილს აშშ-ში ჰყიდის, რაშიც მას სწრაფად დასამუხტი 750 სადგური ეხმარება. მათი დახმარებით, „ნისან ლიფის“ მფლობელები საკუთარი ავტომობილის ელემენტების 80 პროცენტით შევსებას ნახევარ საათში ახერხებენ. ალიანსისთვის მეორე უდიდესი ბაზარი იაპონიაა, სადაც სწრაფად დამუხტვის 2 900 სადგური მუშაობს. ევროპაში ამ მხრივ ყველაზე კარგად განვითარებული ქსელი ბრიტანეთშია, სადაც 87 ცალი სწრაფად დასამუხტი სადგური მოქმედებს.
ბაზარზე გამოსვლის შემდეგ გაყიდული 148 700 „ნისან ლიფიდან“, 67 000 ამერიკელებმა იყიდეს, 46 500 იაპონელებმა და 31 000 - ევროპელებმა. „რენოს“ ელექტრომობილები ყველაზე უკეთ ევროპაში, კონკრეტულად კი საფრანგეთში იყიდება. შემდეგ მოდის გერმანია და ბრიტანეთი. სხვათა შორის, ფრანგულმა კომპანიამ ოქტომბერში ევროპის ელექტრომობილების ბაზარზე პირველ ადგილზე გადაინაცვლა. იქ ის ბაზრის 31 პროცენტს აკონტროლებს. მის ელექტრომობილებს შორის (ასეთი ოთხია) ყველაზე მეტი პოპულარობით „ზოი“ სარგებლობს, რომელზეც ბაზრის 23 პროცენტი მოდის.
„ნსანს“ ელექტრომობილების გამაში უკვე ორი ავტომობილია - ჰეჩბეკი „ლიფი“ და მინივენი e-NV200. „რენოს“ გამაში კი, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „ზოის“ გარდა, ჯუჯა „ტვიზი“, სედანი „ფლუენს Z.E.“ და კომერცული „კანგუ Z.E.“ შედის.

No comments:

Post a Comment