დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 5, 2014

კორეის დიდი პრიზი - მეხუთე ძრავის გასაღები?

Fifth F1 engine for 2015 rests on Korean Grand Prix fate
5 დეკემბერი
დოჰაში გამართული მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოს შემდეგ, კალენდარში 21-ე რბოლის, კერძოდ კი კორეული ეტაპის შეტანას, გუნდების მხრიდან არანაირი წუწუნი არ მოჰყოლია. არადა, ადრე ისინი თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდნენ ხოლმე სეზონში რბოლების დამატებას. ჩემპიონატში კორეის დამატებას არც არავინ ელოდა. თუნდაც იმიტომ, რომ წინასწარ კალენდარში ის არ შეუტანიათ. მოკლედ, ფაქტია, რომ 2015 წლის სეზონის კალენდრის საბოლოო ვერსიაში კორეაც შევიდა, რამაც თვითონ კორეელებიც გაოცებული დატოვა. ოღონდ, მის გასწვრივ ცხრილში მითითებულია, რომ ეს რბოლა ჯერაც არაა საბოლოოდ დადასტურებული.
პრესაში მალე ამ უცნაური დამატების მიზეზის განმარტებაც გაჩნდა. და ეს მიზეზი ძრავების რეგლამენტის საფუძველზე აღმოცენდა. რეგლამენტის მიხედვით, მომავალი სეზონიდან ყოველ 20 ეტაპზე მხოლოდ 4 ძრავის გამოყენება შეიძლება. თუ რბოლების რაოდენობა გაიზრდება, მაშინ ლიმიტი ხუთამდე მოიმატებს. რეგლამენტის 28.4 a) მუხლში წერია: პილოტებს სეზონში ოთხი ძრავის გამოყენების უფლება აქვთ. და იქვე მითითებულია, რომ ლიმიტი ხუთამდე გაიზრდება, თუ კალენდრის დამტკიცებულ ვარიანტში, რბოლების რიცხვი 20-ზე მეტი იქნება.
მეხუთე ძრავისა და კორეის ეტაპის დამატების კავშირიც სწორედ ამ განმარტებიდან აღმოცენდა. მაგრამ FIA-ს ოფიციალურმა პირებმა ეს ვერსია უარყვეს. მათი თქმით, კორეის ეტაპის კალენდარში დატოვების საკითხი, სეზონის პირველი რბოლის დაწყებამდე უნდა გადაწყდეს. ამგვარად, თუ კორეის ეტაპი მელბურნამდე კალენდარში ადგილს ვერ შეინარჩუნებს, პილოტები ისევ ოთხი ძრავის ამარა დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, გუნდებს ხუთძრავიანი ლიმიტის დაცვაც კი გაუჭირდათ. არადა, კალენდარში მხოლოდ 19 რბოლა იყო. მომავალ სეზნში კი რბოლების რიცხვი ორით მეტი იქნება, ძრავების ლიმიტი კი ერთით მცირდება. ასე რომ, სეზონის ბოლოს, ზოგ პილოტს ამ ლიმიტის გადაჭარბება და ამის გამო სტარტზე უკან დაწევა მოუწევს. ამან კი შესაძლოა, საჩემპიონო ბრძოლაზეც იმოქმედოს.
სხვათა შორის, ძრავების ლიმიტის შემცირება, ბერნი ეკლსტოუნის ხელში კოზირად იქცა - მეხუთე ძრავის ხათრით, გუნდებმა 21-ე რბოლა აღარ გააპროტესტეს და სწორედ უნდოდა ფ1-ის კომერციულ უფლებათა ბატონ-პატრონს...
და ამიტომ, ბრავო ბერნი!

No comments:

Post a Comment