დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 20, 2014

„ფორდ მუსტანგ RTR“ - სპორტულად მომართული „მუსტანგი“

2015 Ford Mustang RTR Teased Ahead of Fall Debut
20 აგვისტო
„ფორდის“ სარბოლი ავტომობილების მწარმოებელმა შტო „ფორდ რეისინგმა“ და დრიფტის ამერიკელმა მრბოლმა ვონ გეტინმა ერთობლივად შეიმუშავეს მეექვსე თაობის „მუსტანგის“ სპეციალურ ვერსია RTR, რომელსაც მყიდველს ცალკე აღებული პაკეტის სახით, კომპანიის დილერები შესთავაზებენ. მართალია, ახალი „მუსტანგი“ ბაზარზე ჯერ არ გამოსულა, თუმცა ამერიკულმა კომპანიამ, მისი დრიფტზე ორიენტირებული ვერსიის პირველი სკეჩი უკვე გაავრცელა.
უპირველესად, ვერსია RTR სტანდარტული „მუსტანგისგან“, უფრო აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა. შეცვლილია მისი წინა ნაწილი, რადიატორის ცხაურში, მის ორივე კიდეში, D-ს ფორმის ჩანრთები გამოჩნდა. უკან მანქანას ზორბა წარწერა RTR ამშვენებს, რომელიც უკანა ფარებს შორის მოთავსდა. საბარგულზე სპოილერი მოთავსდა, ბამპერის ქვეშ კი დიფუზორი განლაგდა. საერთო ჯამში, ამ ყველაფრის დანიშნულება, აეროდინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესებაა.
„მუსტანგ RTR-ი“ ბაზარზე იანვარში გამოვა. პირველ რიგში, მას ამერიკელ მყიდველს შესთავაზებენ, შემდეგ კი სხვა ბაზრებზეც. ცისფერი ოვალი ჯერჯერობით სპეც ვერსიის ფასებს არ აქვეყნებს. თუმცა ცნობილია, რომ მყიდველს მას ორი სპეციფიკაციით შესთავაზებენ. ძრავების მხრივაც არჩევანში ორი აგრეგატი იქნება. როგორც „ფორდ რეისინგი“ გვამცნობს, სტანდარტული „მუსტანგ RTR“ სერია ეკობუსტის ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალაა. მათ კი, ვისთვისაც ეს სიმძლავრე საკმარისი არაა, ოპციის სახით 5.0-ლიტრიან V8 ძრავს შესთავაზებენ.
„ახალი „ფორდ მუსტანგი“ შესანიშნავი საბაზო პროდუქტია იმისათვის, რომ მასზე RTR პაკეტი შეგვემუშავებინა. თქმა არ უნდა, „მუსტანგ RTR“ მახასიათებლებით გამორჩეული ავტომობილი იქნება და ჩვენს მომხმარებლებს სიამოვნების ღიმილს მოჰგვრის, როცა ისინი ამ ავტომობილით ქუჩებსა და მაგისტრალზე იმოძრავებენ“, - ამბობს ვონ გეტინი.

No comments:

Post a Comment