დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 20, 2014

„ლამბორგინი“ უკანა ამძრავიან „ურაკანსაც“ გამოუშვებს

Lamborghini plans new rear-drive Huracan
20 აგვისტო
„ლამბორგინი“ თავის ახალ კუპე „ურაკანის“ რამდენიმე ვერსიის გამოშვებას აპირებს, რომელთა შორისაც პირველები ღია და უკანა ამძრავიანი ვერსიები იქნება. ეს ინფორმაცია, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, თვით იტალიური კომპანიის შეფმა, შტეფან ვინკელმანმა გააჟღერა, რომელმაც გამოფენაზე საზოგადოებას სარბოლო „ურაკან LP 620-2 სუპერ ტროფეო“ წარუდგინა.
„ჩვენ ასეთი ვერსია „გალარდოს“ შემთხვევაშიც გამოვუშვით და ამჯერადაც ვფიქრობთ ამაზე. როგორც წესი, სრულ ამძრავიან სპორტულ სუპერ ავტომობილებს ვაწარმოებთ, მაგრამ ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გამოვუშვათ უკანა ამძრავიანი ავტომობილი“, - განაცხადა ვინკელმანმა და დაამატა, რომ მრავალფეროვნებისთვის, მყიდველს „ურაკანის“ სხვა ვერსიებსაც შესთავაზებენ, რადგან მომხმარებელი მათგან სწორედ ამას ელის.
პირველი ვერსია მაინც როდსტერი იქნბება, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. უკანა ამძრავიანის შემდეგ კი ბაზარს მსუბუქი და ზემსუბუქი ვერსიები მოევლინება. შეგახსენებთ, რომ „გალარდოს“ შემთხვევაში, მყიდველს ვერსია „სუპერლეგერას“ და უკანა ამძრავიან „LP550-2 ბალობინის“ სთავაზობდნენ. ეს უკანასკნელი მხოლოდ 250 ცალი დამზადდა და დიდი ალბათობით, „ურაკანის“ შემთხვევაშიც მყიდველს ამდენივე მსგავს ვერსიას შესთავაზებენ.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, უკანა ამძრავიანი „ურაკანი“ სრულ ამძრავიანზე ათი პროცენტით იაფი ეღირება. 

No comments:

Post a Comment