დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 20, 2014

„ლამბორგინი ურაკან LP 620-2 სუპერ ტროფეო“

Lamborghini Huracán Super Trofeo makes official debut at the Quail
20 აგვისტო
პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, „ლამბორგინიმ“ თავის კუპე „ურაკანის“ სარბოლო ვერსია - „ურაკან LP 620-2 სუპერ ტროფეო“ შეიმუშავა. ავტომობილი GT3-ის სპეციფიკაციების შესაბამისად, სარბოლი ტექნიკის წარმოებაზე სპეციალიზებულ იტალიურ კომპანია „დალარასთან“ პარტნიორობითაა შექმნილი.

სარბოლი ავტომობილი უკანა ამძრავიანია და იმავე ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც სტანდარტულ „ურაკანს“ ამოძრავებს. ესაა 5.2-ლიტრიანი V10, რომლის სიმძლავრეც 9 ცხენის ძალით, 620 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ავტომობილის სახელში რიცხვი 620 სწორედ ძრავის სიმძლავრეს აღნიშნავს. სიმძლავრის ზრდა უმნიშვნელოა, მაგრამ სამაგიეროდ, ავტომობილმა წონაში 250 კილოგრამიც დაიკლო. ინჟინრებმა ამას შასის სტრუქტურაში ალუმინისა და კარბონის კომპოზიტის ინტენსიური გამოყენებით მიაღწიეს. ნაწილობრივ, შემსუბუქება იმის წყალობითაც გახდა შესაძლებელი, რომ ავტომობილი სრულ ამძრავიანი არაა.
„ეს არის სარბოლო ავტომობილი, რომელიც სუფთა სარბოლო კონცეპციის შესაბამისად, სუფთა ფურცლიდან შევქმენით. გვჯერა, რომ რბოლისას ის ფანებისთვისაც ისეთივე სასიამოვნო, როგორიც იმ პილოტებისთვისაა, რომლებსაც მისი მართვა უწევთ“, - ამბობს „ლამბორგინის“ კვლევისა და განვითარების შტოს შეფი მაურიციო რეჯანი.
საინტერესოა, რომ „დალარას“ ისტორია მჭიდრო კავშირშია სანტ’აგატა ბოლონეზელებთან. ჯერ კიდევ 1963 წელს ჯან პაოლო დალარა „ლამბორგინიში“ ინჟინრად მუშაობდა და ხელმძღვანელობდა ლეგენდარული „მიურას“ შექმნას. „დალარა“ პერიოდულად კომპანიებს სერიული მოდელების ბაზაზე, სარბოლო ავტომობილების შექმნაში ეხმარება.
რაც შეეხება ურაკან LP 620-2 სუპერ ტროფეოს“, ის „ლამბორგინი ბლანპენ“ სუპერ ტროფეოს ევროპული, აზიური და ჩრდილოამერიკული სერიების რბოლებში, მომავალი სეზონიდან მიიღებს მონაწილეობას.

No comments:

Post a Comment