დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 20, 2013

„რედ ბული“ პიტსტოპების რეკორდსმენიც გახდა

Red Bull's 1.9-second pitstop F1's fastest ever recorded
20 ნოემბერი
ზედიზედ მეოთხე ტიტულები როგორც პილოტების, ისე გუნდების ჩათვლაში, ზედიზედ მოპოვებული რვა გამარჯვება, პოულები, უსწრაფესი წრეები, ვადამდე მოპოვებული ჩემპიონობა - ეს ყველაფერი ამ სეზონში „რედ ბულის“ და მისი გერმანელი ფავორიტის, სებასტიან ფეტელის მიღწევაა. ამერიკაში ამ ყველაფერს კიდევ ერთი - უსწრაფესი პიტსტოპი დაემატა, ოღონდ ის მარკ ვებერის და მისი მომსახურე პერსონალის დამსახურებაა.
მათ ავსტრალიელ მრბოლს პიტსტოპზე ოთხივე ბორბალი ორ წამზე ნაკლებში გამოუცვალეს! უფრო ზუსტი დრო 1.923 წამია, რაც ავსტრიული საჯინიბოს ქრონომეტრმა დააფიქსირა. ისევე როგორც წინა რეკორდების შემთხვევებში, შესაძლოა ამჯერადაც რომელიმე გუნდმა გამოაცხადოს, რომ უფრო სწრაფი პიტსტოპი ჰქონდა. მაგრამ ფაქტია, რომ ორ წამზე ნაკლებში ასეთი რთული და საპასუხისმგებლო საქმის გაკეთება, ფანტასტიკის სფეროდანაა.
„პიტსტოპების ომი“ გასულ სეზონში, გერმანიის ეტაპზე დაიწყო, როცა „მაკლარენმა“ საბურავები 2.3 წამში შეცვალა. მაშინ „მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ პიტსტოპებზე ვარჯიშების დროს, მისმა პერსონალმა საქმეს ორ წამზე ნაკლები მოანდომა. თუმცა მთავარი ოფიციალური მონცემებია... „მაკლარენის“ ეს მაჩვენებელი „რედ ბულმა“ 2.05 წამამდე მალაიზიაში ჩამოიყვანა და თითქოს, ზღვარიც დააფიქსირა. შემდგ ეს დრო „მერსედესმა“ გააუმჯობესა (იაპონიაში). იქვე „ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ რბოლისას ორ წამს ჩამოსცდა. მაგრამ ოფიციალურმა ქრონომეტრაჟმა ეს არ დაადასტურა.
და აი, ორწამიანი ბარიერი, რომელიც მიუღწევლად ითვლებოდა, დაძლეულია. ბრაზილიაში შესაძლოა ისიც გაუმჯობესდეს. მერე კი, უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტში ახალი პუნქტის შეტანას აპირებენ, რომელიც პიტსტოპის მინიმალურ დროს დააწესებს...

No comments:

Post a Comment