დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 20, 2013

კენ ოკუიამას ახალი სპორტსმენი - „კოდ9“

Ken Okuyama Design's Kode9 is Japan's Answer to the Elise
20 ნოემბერი
კენ ოკუიამა საავტომობილო ინდუსტრიაში ცნობილი დიზაინერია. შესაძლოა, მისი სახელი ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ პროექტები, რომლებსაც „პინინფარინაში“ მუშაობისას კურირებდა, ფართო მასებისთვის ცნობილია. ესენია „ფერარი 599“, „მიცუბიში კოლტ CZC“, „მაზერატი ბერდქეიჯი“, „ფერარი P4/5“ და რა თქმა უნდა, „ფერარი ენცო“. 2006 წლიდან იაპონელი დიზაინერი საკუთარ კომპანიას უძღვება, რომელიც მის სახელს ატარებს.
ტოკიოს მოტორ შოუზე, კომპანია „კენ ოკუიამა დიზაინმა“ წარადგინა ახალი სპორტული მსუბუქი კუპე, სახელად „კოდ9“ (ელექტრონული მუსიკის ცნობილი შემსრულებლის და დიჯეის სახელია), რომელიც პირველივე შეხედვით მიგახვედრებთ, რომ მისი სახით, შესაძლოა „ლოტუს ელიზს“ ახალი კონკურენტი გამოუჩნდეს.
ოკუიამა ამბობს, რომ „კოდ9“ ნაწილობრივ სარბოლი ავტომობილია, ნაწილობრივ კი საგზაო სპორტული ავტომობილი, რომელიც „განსაცვიფრებელი და იმავდროულად, მარტივი პროპორციებით გამოირჩევა“. ასევე აქვს შესანიშნავი სარბოლო თვისებები, რომლების წყალობითაც, თანამედროვე სუპერ ავტომობილებსაც კი გაუწევს კონკურენციას. „ეს არის ჩემი მესიჯი თანამედროვე ავტო ინდუსტრიისადმი, რომელიც მეტისმეტად რთული ფორმების და სტილის ტყვეობაშია, რასაც ავტომობილის ხასიათთან ხშირად ბევრი არაფერი აქვს საერთო“, - ამბობს ოკუიამა.
ავტომობილის სიგრძე 4 140 მილიმეტრია, 890 კილოგრამი. სიმსუბუქეს მისი ალუმინის სტრუქტურა განაპირობებს, რომელიც კომპანიამ გარე დახმარების გარეშე შეიმუშავა. შასი თავისი უნიკალური წინა და უკანა ნაწილებითაც გამოირჩევა, მისი სალონი კი სარბოლი ავტომობილის კოკპიტს მოგაგონებთ, რომელიც ორადაა გაყოფილი.

ავტომობილი აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ძრავით, რომელიც ოკუიამამ უცნობი იაპონური კომპანიისგან მიიღო. ძრავი მექანიკური დამჭირხნითაა აღჭურვილი, რომლის დახმარებითაც, 316 ცხენის ძალას ავითარებს. სხვა მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

No comments:

Post a Comment