დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 20, 2013

ახალი „ფორდ ეჯი“ კონვეიერიდან რამდენიმე ნაბიჯშია

New Ford Edge Concept is a Couple of Steps Before Production
20 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, „ფორდი“ მეორე თაობის საშუალო ზომის უგზოობის „ეჯის“ კონცეპტუალურ ვერსიას წარადგენს, რომლის ფოტოები და მცირე ინფორმაციაც შოუს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი გარეგნულად ახლოსაა იმ ვერსიასთან, როგორიც ბაზარზე გამოვა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ „ეჯი“ ამიერიდან გლობალური მოდელი ხდება, რაც კომპანიის სტრატეგიის შედეგია.

„პირველი თაობის „ფორდ ეჯი“ მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში იყიდებოდა და თავისი ტევადობით, ეფექტურობითა და უსაფრთხოებით იზიდავდა მყიდველს. შემდეგი თაობის „ფორდ ეჯს“ ლოს ანჯელესში წარვადგენთ და ის სწორედ აღნიშნულ თვისებათა ქვაკუთხედზეა დაფუძნებული და გარდა ამისა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მყიდველს ცხოვრებას გაუადვილებს და გაულამაზებს“, - ამბობს „ფორდის“ ამერიკული შტოს პრეზიდენტი ჯოი ჰინრიხსი.

იმისათვის, რომ ახალი „ეჯი“ უფრო ფართო აუდიტორიას მოაწონოს, „ფორდმა“ ის უფრო სპორტულ და დახვეწილ ფორმაში გამოაწყო. რაც მთავარია, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, ავტომობილი გაცილებით ეკონომიური გახდა. გარდა ამისა, ის ბევრი დამხმარე სისტემითაა აღჭურვილი, რომელთა შორისაცაა ავტონომიური პარკირების სისტემა, რომელიც ამჟამად ინტენსიური ტესტირებას გადის. კიდევ ერთი სისტემაა ადაპტირებადი საჭე, რომელიც ცისფერი ოვალის განცხადებით, დაბალ სიჩქარეზე ძალიან რბილდება.
ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ახალი „ეჯის“ ძრავების გამაზე. თუმცა, ერთის რამის თქმა ახლავე შეიძლება - მასში აუცილებლად შევა სერია ეკობუსტის აგრეგატები.

No comments:

Post a Comment