დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 14, 2013

ჰულკენბერგმა რაიკონენის შეცვლა ვერ გარისკა

 Nico Hulkenberg: taking Kimi Raikkonen's Lotus seat too risky
14 ნოემბერი
ამ დღეებში პადოკში ხმა გავრცელდა, რომ თითქოს, დარჩენილი ორი რბოლისთვის „ლოტუსში“ ნიკო ჰულკენბერგის გადასვლას ხელი „ფერარიმ“ შეუშალა. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამაზე თავად გერმანელი მრბოლი ლაპარაკობს. ის აღიარებს, რომ კიმი რაიკონენის შეცვლა სარისკოდ ჩათვალა. ამის შემდეგ, „ლოტუსმა“ არჩევანი ჰეიკი კოვალაინენზე შეაჩერა.
პარალელურად, ჰულკენბერგი მომავალი სეზონისთვის „ლოტუსში“ გადასვლის ყველაზე რეალური კანდიდატია. და თუ გამართლდა ხმები, რომ ბრიტანულმა გუნდმა, როგორც იქნა, გააფოქმა ხელშეკრულება თავის ახალ სპონსორთან, საინვესტიციო ჯგუფ „კვანტუმთან“, მაშინ გერმანელს ახალი სეზონიდან სწორედ „ლოტუსში“ ვიხილავთ.
ჰულკენბერგმა აღიარა, რომ „ლოტუსისგან“ ორ რბოლაში მისი მანქანით მონაწილეობაზე შეთავაზება მიიღო, მაგრამ უარი საკუთარი ნებით განაცხადა, რადგან ამას შეიძლება მისი კარიერისთვის პრობლემები შეექმნა: „რა თქმა უნდა, შეთავაზება მიმზიდველი იყო. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს. მაგრამ ის მხოლოდ ბოლო ორ რბოლას ეხებოდა, რაც გარკვეულ რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული. მე კი ამ ორ რბოლაზე მეტი მსურს. სრულიად ახალი მანქანის მართვა, რომელსაც პრაქტიკულად არ იცნობ, დიდი რისკია. ყველა ალბათ ჩემგან რომენ გროჟანის დამარცხების მოლოდინში იქნებოდა, ეს კი უცებ შეუძლებელია. ის შესანიშნავი პილოტია და მისი დამარცხება მანქანაში პირველივე ჩაჯდომით შეუძლებელია. სწორედ ესაა ჩემი უარის მიზეზი“, - ამბობს ჰულკენბერგი.
გერმანელი იმასაც აღიარებს, რომ მომავალი სეზონისთვის „ლოტუსში“ გადასვლა სურს და ამასთან დაკავშირებით, ამ გუნდის ქარხანაშიც კი იმყოფებოდა, სადაც ბრიტანული საჯინიბოს შეფ ერიკ ბუიეს შეხვდა. მათი საუბარი ამ ორ რბოლასაც შეეხო. რა შედეგი ჰქონდა მოლაპარაკებას, ეს ჯერ უცნობია. რა თქმა უნდა, ჰულკიმ ის ხმებიც უარყო, რომლებიც „ლოტუსში“ არგადასვლას „ფერარის“ უკავშირებს.

No comments:

Post a Comment