დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 14, 2013

„რეინჯ როვერ სპორტი“ ჟურნალ „პეტერსენ’ს 4X4-ის“ წლის ავტომობილია

Range Rover Sport named Petersen's 4X4 of the Year
14 ნოემბერი
ჟურნალი „პეტერსენ’ს 4-უილ & ოფ-როუდი“ 1983 წლიდან ატარებს კონკურსს, რომლის მიზანიც, წლის საუკეთესო ყველგანმავლის არჩევაა. ეს კონკურსი ყველაზე მეტჯერ „ჯიპის“ ავტომობილებს აქვთ მოგებული, რომლებიც საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს. სამაგიეროდ, ბოლო სამ წელიწადში უკვე მეორედ, მთავარ პრიზს „ლენდ როვერი“ მეორე ეუფლება. ორი წლის წინ, საუკეთესოდ „ლენდ როვერ LR4“ დასახელდა, ამჯერად კი ჟიურის რჩეული „რეინჯ როვერ სპორტი“ გახდა.
კონკურსის შედეგების სრული რელიზი თებერვალში გამოქვეყნდება, თუმცა „ლენდ როვერი“ უკვე გვაწვდის მცირე ინფორმაციას. კერძოდ, კონკურსის მტავარი პირობა ისაა, რომ მასში მონაწილე სრულ ამძრავიანი ავტომობილი უნდა იყოს ახალი, ან განახლებული, მას უნდა ჰქონდეს ორსაფეხურიანი სატრანსფერო კოლოფი, მინიმუმ 2 500 ცალი უნდა იყოს გამოშვებული და გაყიდვაში 2014 წლის იანვრამდე უნდა გამოვიდეს. კონკურსის მონაწილე ყველა ავტომობილს ტესტებს „პეტერსენ’ს-ის“ სპეციალისტები უტარებენ.
„პეტერსენ’ს-ის“ კონკურსის მთავარი პრიზი, მთავარი გადაცემის ოქროს წყვილია, რომლის ამყოლი კბილანის შუაშიც, კონკურსის წელი, კონკურსის დასახელება და გამარჯვებული ავტომობილის დასახელება იწერება. ბოლო წლებში, ეს ჯილდო მოგებული აქვთ პიკაპ „ფორდ F-150 SVT რეპტორს“ (2010), პიკაპ „სუზუკი ეკვატორს“ (2009), „ლენდ როვერ LR4-ს“ (2011), „ჯიპ ვრანგლერ რუბიკონს“ (2012).

No comments:

Post a Comment