დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 28, 2013

„მერსედესმა“ როს ბრაუნის წასვლა დაადასტურა

Mercedes confirms: Brawn out
28 ნოემბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, „მერსედესმა“ დაადასტურა, რომ მისი გუნდის შეფი როს ბრაუნი თანამდებობას ტოვებს. ბრეკლიში (ბრიტანეთი) ბაზირებული გერმანული გუნდს ინფორმაციით, 58 წლის ბრაუნი ოფიციალურად სამქიმიანებს წლის ბოლო დღეს დაშორდება. მის ნაცვლად, გუნდს ტოტო ვოლფი და პადი ლოუ გაუძღვებიან. ორივე აღმასრულებელი დირექტორი გახდება, ოღონდ ვოლფი ბიზნესის საქმეებს ჩაიბარებს, ლოუს ხელში კი ტექნიკური მხარე დარჩება.
„მერსედესის“ თავმჯდომარე ნიკი ლაუდა ამბობს, რომ ბრაუნთან ხანგრძლივი მოლაპარაკება ჰქონდა და მას დარჩენას სთავაზობდა, მაგრამ ბრიტანელმა თავად ისურვა წასვლა. „ფაქტია, რომ როცა ადამიანს რაღაც აქვს გადაწყვეტილი, საპირისპირო ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებ“, - ამბობს ლაუდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაუნთან დარჩენაზე მოლაპარაკებას, გუნდის ძირითადი სპონსორებიც აწარმოებდნენ.
ჯერჯერობით უცნბია, რას აპირებს ბრაუნი, ვის ხელშიც მიხაელ შუმახერმა თავისი შვიდივე ტიტული მოიპოვა. გარვცელებული ინფორმაციით, ბრიტანელი რამდენიმე თვეს დაისვენებს, რის შემდეგაც „ჰონდას“ ფ1-ის ძრავების პროექტს შეუერთდება. როგორც ცნობილია, ის „ჰონდას“ ფ1-ის გუნდის ხელმძღვანელი იყო, როცა იაპონურმა კომპანიამ წასვლა გადაწყვიტა. მაშინ გუნდი ბრაუნს და ტექნიკურ მენეჯერ ნიკ ფრაის დარჩა, სახელად კი „ბრაუნი“ ეწოდა. რაც მთავარია, „ჰონდას“ მიერ დატოვებული მანქანით, ჯენსონ ბატონმა მსოფლიო ემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფორმულა ერთში რეგლამენტის შეცვლის შემდეგ, რაც ტურბო ძრავების დაბრუნებას ითვალისწინებს, იაპონურმა კომპანიამ მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება გადაწყვიტა, ოღონდ ამჯერად ძრავების მწარმოებლის რანგში. მისი პარტნიორი 2015 წლიდან „მაკლარენი“ გახდება. არც ისაა გამორიცხული, რომ ბრაუნმა „ფერარიში“ დაბრუნება გადაწყვიტოს.

No comments:

Post a Comment