დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 28, 2013

ფორმულა ერთში შეიძლება „პოულების თასი“ შემოიღონ

FIA proposes 'pole trophy' for Formula 1's top qualifier from 2014
28 ნოემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) გეგმავს, რომ მომავალი სეზონიდან, ფორმულა ერთში „პოულ პოზიციების თასი“ შემოიღოს. ამ საკითხზე, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებისგან წინასწარი თანხმობა უკვე მიღებულია. ამ საკითხზე FIA-ს სტრატეგიულმა ჯგუფმა დისკუსია ჩაატარა, რომელზეც პირველ რიგში, პოულისთვის საჩემპიონატო ქულის მინიჭების საკითხი განიხილეს.
მაგრამ კვალიფიკაციაზე ქულების მინიჭების იდეა რამდენიმე გუნდმა არ მოიწონა და შესაბამისად, ის დღის წესრიგიდან ამოვარდა. ამის შემდეგ, FIA-ს პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა „FIA-ს წლის პოულების პილოტის“ იდეა წამოაყენა, რომელსაც განხილვის შემდეგ, სახელად „პოულ პოზიციების თასი“ უწოდეს. სტრატეგიულმა ჯგუფმა უკვე შეიმუშავა შესაბამისი წესები, რომლებსაც დასამტკიცებლად, FIA-ს შემდგომ შეხვედრაზე, 9 დეკემბერს გაიტანს.
თუ წამოწყებას დაამტკიცებენ, თასი იმ პილოტის ნადავლი გახდება, ვინც სეზონის განმავლობაში, ყველაზე მეტ პოულს მოიპოვებს. თუ ორ პილოტს თანაბარი პოულები დაუგროვდება, უპირატესობას იმას მიანჭებენ, რომელსაც კვალიფიკაციებზე უფრო მეტი მეორე ადგილი ექნება დაკავებული. თუ ამ მხრივაც თანაბრობა შენარჩუნდება, მხედველობაში მესამე ადგილების რიცხვს მიიღებენ და ასე შემდეგ. და თუ საბოლოოდ ორივეს ერთნაირი შედეგები აღმოაჩნდა, მაშინ FIA გამარჯვებულს თავისი შეხედულებისამებრ აირჩევს.
ამ წესების შესაბამისად, ბოლო წლებში „პოულების თასს“ ყველაზე ხშირად სებასტიან ფეტელი დაეუფლებოდა. ამასთან, ბოლო ოთხ სეზონში გამარჯვებული მხოლოდ პოულების რიცხვით გამოვლინდებოდა. 2009 წელს კი ერთდროულად სამ პილოტს - ჯენსონ ბატონს, ლუის ჰამილტონს და ფეტელს ოთხი პოული ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ თასს გერმანელი მოიგებდა, რომელსაც კვალიფიკაციებზე ყველაზე მეტი - ოთხი მეორე ადგილი ჰქონდა.

2013 - სებასტიან ფეტელი (9 პოული 19 რბოლაში)
2012 - ლუის ჰამილტონი (7 პოული 20 რბოლაში)
2011 - სებასტიან ფეტელი (15 პოული 19 რბოლაში)
2010 - სებასტიან ფეტელი (10 პოული 19 რბოლაში)
2009 - სებასტიან ფეტელი (4 პოული 19 რბოლაში, 4 მეორე ადგილი)

No comments:

Post a Comment