დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 9, 2013

„ფორდი“ ცდის ავტომობილს, რომელსაც დამოუკიდებლად პარკირება შეუძლია (ვიდეო)

Ford testing car that can park completely on its own
9 ოქტომბერი
„ფორდ მოტორი“ თვითპარკირების უნარის მქონე ავტომობილის ტესტირებას შეუდგა. ასეთი ავტომობილი თავისუფლად შეძლებს ისეთი ვიწრო ადგილის დაკავებას, სადაც კარის გაღება, სხვა ავტომობილთან კონტაქტის გარეშე შეუძლებელია. ახალი ტექნოლოგიის სახელია „ფული ესისტდ პარკინგ ეიდ“ (პარკირების სრულფასოვანი დამხმარე საშუალება). „ფოკუსზე“ დამონტაჟებული სისტემის ტესტირება ბელგიაში მიმდინარეობს. ჯერჯერობით ის არცერთი სერიული ავტომობილისთვის არაა განკუთვნილი, თუმცა „ფორდი“ ასეთი სისტემის სერიულ ავტომობილებზე დანერგვას არ გამორიცხავს.
„წარმოიდგინეთ, რომ ხართ პარკინგზე და ნახეთ ერთადერთი ადგილი, რომელიც ძალიან ვიწროა და იქ მხოლოდ მანქანა დაეტევა, საიდან გადმოსვლაც შეუძლებელი იქნება. ეს სისტემა ინის საშუალებას მოგცემთ, რომ მანქანიდან ადრევე გადმოხვიდეთ და ის თავისით დაიკავებს ადგილს. და თუ მანქანა დაგჭირდათ, ის თავისით დატოვებს ადგილს და თქვენთან მოვა“, - ამბობს „ფორდის“ წარმომადგენელი სკოტ ფოსგარდი.
სისტემაში გამოყენებულია ულტრაბგერითი სენსორები, რომლებიც ავტომობილის ირგვლივ სივრცის სკანირებას ახდენენ, როცა სიჩქარე მაქსიმუმ 30 კმ/სთ-ია. ეს საკმარისია იმისათვის, რომ მძღოლმა რეაგირება მოასწროს, როცა სისტემა თავისუფალ ადგილს აღმოაჩენს. შემდეგ ტრანსმისიას ნეიტრალურზე დააყენებს, დააჭერს სპეციალურ ღილაკს. შესაძლებელია ამის გარედან, დისტანციურად გაკეთებაც. ამის შემდეგ, ავტომობილი თავად გააკონტროლებს საჭეს, აქსელერატორს და მუხრუჭებს და მათი გამოყენებით, თავისუფალ ადგილს იკავებს.
ახალი სისტემა განსხვავდება „ექტივ პარკ ესისტისგან“ (პარკირების აქტიური დამხმარე), რომელსაც „ფორდი“ ამჟამად სთავაზობს მყიდველს. ეს სისტემა მხოლოდ საჭის რგოლს აკონტროლებს, აქსელერატორი და მუხრუჭები კი მძღოლის ხელშია. ამასთან, სისტემა მხოლოდ პარალელური პარკირებისას მუშაობს. ახალი სისტემა კი მართვის ყველა საშუალებას იბარებს, როცა შესაბამის ბრძანებას მიიღებს. ამასთან, პარალელურის გარდა, დიაგონალური პარკირებაც შეუძლია.
გარდა ამისა, „ფორდს“ შემუშვებული აქვს სისტემა „აბსტეკლ ევოიდენს“ (წინაღობის არიდება), რომელიც მანქანას ავტომატურად ამუხრუჭებს და საჭესაც კი იყენებს, რათა მოულოდნელ წინაღობასთან შეჯახება აირიდოს თავიდან. სისტემა სამ რადარს, ულტრაბგერით სენსორებს და კამერას იყენებს და ისეთ საგნებს, რომლებთან შეჯახებაც შესაძლებელია, 200 მეტრის სიშორეზე აფიქსირებს. ამ სისტემას ტესტირება 65 კმ/სთ სიჩქარეზე უტარდებოდა და ყოველთვის ეფექტურობას ავლენდა.
„წარმოიდგინეთ, რომ მაგისტრალზე სიბნელეში მოძრაობთ და ვიღაცამ ზოლის შეცვლა, ციმციმას გამოუყენებლად გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემებს შეგიქმნით. ჩვენი სისტემის წყალობით კი, გარჯა არც მოგიწევთ, ის ყველაფერს უთქვენოდ გააკეთებს“, - განმარტავს ფოსგარდი.
სისტემა „აბსტეკლ ევოიდენსი“ ჯერ მძღოლს აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მაგრამ თუ შესაბამისი რეაგირება არ დაფიქსირდა, ის თავად იწყებს მოქმედებას და მანქანის ორივე მხარეს სიტუაციის კონტროლს თავის თავზე იღებს.


ვიდეო

No comments:

Post a Comment