დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 9, 2013

„ნისანი“ GT-R-ის წარმობის გაზრდას აპირებს

Nissan Looking to Increase GT-R Production
9 ოქტომბერი
„ნისანის“ ახალი GT-R-ის მთავარი ინჟინერი კინიში ტანუმა, რომელმაც ამ პოსტზე კაძუტოში მიძუნო შეცვალა, ამ სუპერ ავტომობილის წარმოების გაზრდას აპირებს. გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას ტანუმამ განაცხადა, რომ ამ მიზნის მიღწევა ძნელი იქნება, რადგან GT-R-ის ძრავის აწყობა ხელით ხდება. ამასთან, ძალიან შეზღუდულია იმ ინჟინრების რიცხვი, რომლებიც აგრეგატის აწყობაზე არიან სპეციალიზებულნი.
„ჩემი ამოცანა GT-R-ის წარმოების გაზრდაა. მაგრამ ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით ჩვენი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. ამ ავტომობილზე ხელით აწყობილ ძრავებს ვიყენებთ, რომლებიც ეგრეთ წოდებული ტაკუმის მეთოდით იწყობა. ტაკუმის ჩვენ ამწყობ ოსტატებს ვუწოდებთ. ეს ჩვენი ფასეულობის ნაწილია. და ეს ჩვენი დნმ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ ტაკუმი-ოსტატი გახდეს, ინჟინერს რამდენიმე სასწავლო ეტაპის გავლა უწევს. ხარისხი მხოლოდ ასეთი ოსტატის თითებზეა დამოკიდებული. და თუ ჩვევების საჭირო დონეს ვერ მიაღწევ, ტაკუმი ვერ გახდები. ამჟამად მხოლოდ ოთხი ასეთი ოსტატი გვყავს და კიდევ ერთს ვავარჯიშებთ“, - ყვება ტანუმა.
„ნისანმა“ შარშან მარტო ამერიკის ბაზარზე 1 188 ცალი GT-R გაჰყიდა, წელს კი უკვე 952 ცალი აქვს გაყიდული. ცნობისათვის, ამ ავტომობილის მამოძრავებელ ძალას 3.8-ლიტრიანი V6 ძრავი ანიჭებს, რომელიც 545 ცხენის ძალას ავითარებს. ავტომობილი 100 000 დოლარზე მეტი ღირს. მალე ამ ავტომობილის „ნისმოსეული“ ვერსია გამოვა, ახალი GT-R­ის წარმოება კი სავარაუდოდ 2016 წელს დაიწყება.

No comments:

Post a Comment