დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 13, 2013

ჯესი კომბსი - უსწრაფესი ქალი ოთხ ბორბალზე (ვიდეო)

List host Jessi Combs hits 440 mph, becomes World's Fastest Woman On Four Wheels
13 ოქტომბერი
ამერიკელმა ჯესი კომბსმა, ოთხბორბლიანი მანქანებისთვის ქალთა სიჩქარის სახმელეთო რეკორდი დაამყარა - ახლახანს მან ელვორდის უდაბნოს გამშრალი ტბის ფსკერზე რბოლისას, ორი ცდის ჯამში, საშუალოდ 632.47 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ზებგერითი „ჩრდილოამერიკული არწივით“ ასპარეზობისას, სიჩქარემ 709.25 კმ/სთ-საც კი მიაღწია.

„ჩრდილოამერიკული არწივი“ სპეციალური სარეკორდო ავტომობილია, რომელიც სპეციალურად, სახმელეთო სიჩქარის დასამყარებლად, საბრძოლო რეაქტიულ თვითმფრინავ „F104 ლოკჰიდ სტარფაიტერის“ ბაზაზე შეიქმნა. მას შენარჩუნებული აქვს ფიუზელაჟი, ოღონდ ფრთების გარეშეა და სპეციალურ შასიზე დგას, რომელიც ოთხ ბორბალს ეყრდნობა. „ჩრდილოამერიკული არწივი“ 6 350 კილოგრამს იწონის და მას რეაქტიული ძრავი ემსახურება, რომელიც 50 000 ცხენის ძალას ავითარებს. სხვათა შორის, თვითმფრინავი, რომლის ბაზაზეც სარეკორდო ავტომობილი დამზადდა, ნასა-ს ექსპერიმენტულ თვითმფრინავ X-15-სთვის დევნის თვითმფრინავის მოვალეობას ასრულებდა (ლეგენდარულ „SR-71 ბლექბერდთან“ ერთად).
აღსანიშნავია, რომ 709.25 კმ/სთ სიჩქარით, კომბსმა გააუმჯობესა ლი ბრიდლოუს რეკორდი (ქალთა შორის), რომელიც ლეგენდარული კრეიგ ბრიდლოუს მეუღლემ 1965 წელს დაამყარა. კომბსის მიღწევა ტელემეტრიულად ჩაიწერეს. ეს ჩანაწერები, GPS-ის მონაცემებთან ერთად, FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) გადაუგზავნეს, რომელმაც რეკორდი ოფიციალურად უნდა დააფიქსიროს.
მაგრამ კომბსი ამ რეკორდს არ სჯერდება. ის ამერიკელი და კანადელი მოხალისეებისგან, ასევე სამხედრო პერსონალისგან შემდგარ გუნდთან ერთად, უდაბნოს გზას მომავალ წელს დაუბრუნდებიან, რათა საშუალო სიჩქარის აბსოლუტურ რეკორდს (1224.71 კმ/სთ) შეეჭიდონ, რომელიც ბრიტანელ სამხედრო მფრინავ ენდი გრინს „ტრასტით“ აქვს დამყარებული. არის კიდევ ერთი მიზანი - ქალთა შორის სიჩქარის აბსოლუტური რეკორდი - 823.98 კმ/სთ, რომელიც კიტი ო’ნილმა 1976 წელს, სამბორბლიანი და რაკეტის ძრავიანი „SM1 მოტივატორით“ დაამყარა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment