დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 27, 2013

„ვენტური“ ელექტრომობილების სიჩქარის რეკორდს უმიზნებს

Venturi plans 372mph electric land speed record run
27 სექტემბერი
ელექტრომობილების წარმოებასა და კონცეპტუალური პროექტების შემუშავებაზე სპეციალიზებულ კომპანია „ვენტურის“, რომელიც „მონაკოშია“ ბაზირებული, ელექტრომობილების სიჩქარის რეკორდის გაუმჯობესება აქვს გადაწყვეტილი. ამისათვის შეიქმნა ეგრეთ წოდებული სტრიმლაინერის ტიპის სარბოლო ავტომობილი, სახელად VBB 3 (ვენტური ბაკი ბულეტ 3), რომელიც კომპანიის განცხადებით, ყველა დროის ყველაზე მძლავრი ელექტრომობილია.
ახლანდელი რეკორდი, 307.666 მილი/საათში (495.14 კმ/სთ), სწორედ „ვენტურის“ ეკუთვნის, რომელმაც ის ასევე სტრიმლაინერის ტიპის ავტომობილ „ბაკი ბულეტ 2.5-ით“ 2010 წლის აგვისტოში დაამყარა. „ვენტურის“ მონაცემებით, ახალი სტრიმლაინერის ძრავის სიმძლავრე 2916 ცხენის ძალას შეადგენს.
პრინცი ალბერი (შუაში) "ვენტურის" მთავარი მხარდამჭერია
მონეგასკური კომპანია იმედოვნებს, რომ მისი დახმარებით, 372.822 მლ/სთ ზღვარს გადალახავს, რიტაც არამხოლოდ ელექტრომობილების რეკორდს გააუმჯობესებს, არამედ დიზელის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების სიჩქარის რეკორდსაც. ცნობისათვის, ეს რეკორდი (350.452 მლ/სთ) „JCB დიზელ მაქსს“ ეკუთვნის, რომელიც მან 2006 წელს დაამყარა.
„ვენტურის“ ახალი რეკორდის დამყარება ამ დღეებში უნდა ეცადა, მაგრამ ბონვილის ტრასის (აშშ) მიდამოებში უამინდობა იყო, რის გამოც გრაფიკი შეიცვალა და ის მომავალი წლისთვის გადაიდო. ამის მიუხედავად, „ვენტური“, რომელიც მონაკოს პრინც ალბერ მეორის მხარდაჭერით სარგებლობს, თავის სარეკორდო გარბენს მაინც კონკურენტებზე გაცილებით ადრე შეასრულებს. კონკურენტებიდან ყველაზე ძლიერი ბრიტანული „ბლიუბერდია“, რომელიც იმავე ელექტრომობილების რეკორდის დამხობას 2015/16 წლებში ეცდება.

No comments:

Post a Comment