დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 27, 2013

მომავალ სეზონში ფ1-ში 22 რბოლა ჩატარდება

Motor racing-New Jersey, Mexico on 22-race F1 calendar
27 სექტემბერი
ბერნი ეკლსტოუნმა პირობა არ (ვერ) შეასრულა - მომავალ სეზნში ფორმულა ერთში 22 რბოლა ჩატარდება. ბერნი კი ირწმუნებოდა, ოც ეტაპს არ ავცდებითო. კალენდრის პირვანდლ ვერსიასთან შედარებით სიახლე ნიუ ჯერსის ეტაპია, რომლის ორგანზატორებმაც, ბოლოს და ბოლოს, პრობლემების მოგვარება შეძლეს და დაარწმუნეს ბერნი იმაში, რომ რბოლის ჩატარებას შეძლებენ.
ნიუ ჯერსის გარდა, ფ1-ის კალენდარში კიდევ ერთი ახალი რბოლა - რუსეთის დიდი პრიზია შეტანილი, რომელიც სოჭის ოლიმპიურ სოფელში აშენებულ ტრეკზე ჩატარდება. ფ1-ში დაბრუნდა ავსტრიის და მექსიკის დიდი პრიზები. დროებით ამოვარდა ინდური ეტაპი, რომელიც მხოლოდ ერთ სეზონს გამოტოვებს და 2015 წელს ისევ კალენდარში იქნება.
კორეული ეტაპი, რომელიც ამ სეზონში ოქტომბერში ტარდბა, მომავალ სეზონში ჩინეთის შემდეგ ჩაჯდა. ამგვარად, ევროპაში ჩამოსვლამდე, დიდი პრიზების ქარავანი ხუთ ეტაპს მოივლის. ბოლოსწინა ეტაპის ადგილს დაკარგავს ოსტინის (ტექსასი) რბოლა, რომელსაც მექსიკური ეტაპი ერთით გადასწევს. კორეიდ ადგილს იკავებს სოჭის რბოლა. სეზონის ევროპულ ნაწილს ისევ ბარსელონა გახსნის, ავსტრიაში კი ჩემპიონატის მონაწილენი, ნიუ ჯერსი-მონრეალის შემდეგ ეწვევიან.
ერთკვირიანი პაუზა აშორებს ერთბაშად სამ - მონაკოს, ნიუ ჯერსისა და მონრეალის რბოლებს, რაც გარკვეულ ლოჯისტიკურ პრობლემებს შექმნის. გარდა ამ რბოლებისა, კალენდარში კიდევ ხუთი ერთკვირიანი შუალედია. ასეა მალაიზიასა და ბაჰრეინს, ჩინეთსა და კორეას, გერმანიასა და უნგრეთს, რუსეთსა და იაპონიას, ასევე ოსტინსა და მექსიკას შორის. დაკიდევ, მართალია ჩემპიონატი ჩვეულ დროს - შუა მარტში იწყება, მაგრამ უჩვეულოდ გვიან, ზედ ზამთრის პირზე მთავრდება.

ფორმულა 1-ის 2014 წლის კალენდარი
16 მარტი - ავსტრალია (მელბურნი)
30 მარტი - მალაიზია (სეპანგი)
6 აპრილი - ბაჰრეინი (ბაჰრეინი)
20 აპრილი - ჩინეთი (შანჰაი)
27 აპრილი - კორეა (იონამი)
11 მაისი - ესპანეთი (ბარსელონა)
25 მაისი - მონაკო (მონაკო)
1 ივნისი - აშშ (ნიუ ჯერსი)
8 ივნისი - კანადა (მონრეალი)
22 ივნისი - ავსტრია (შპილბერგი)
6 ივლისი - ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)
20 ივლისი - გერმანია (ჰოკენჰაიმი)
27 ივლისი - უნგრეთი (ბუდაპეშტი)
24 აგვისტო - ბელგია (სპა-ფრანკორშანი)
7 სექტემბერი - იტალია (მონცა)
21 სექტემბერი - სინგაპური (სინგაპური)
5 ოქტომბერი - რუსეთი (სოჭი)
12 ოქტომბერი - იაპონია (სუზუკა)
26 ოქტომბერი - აბუ დაბი (აბუ დაბი)
9 ნოემბერი - აშშ (ოსტინი)
16 ნოემბერი - მექსიკა (მეხიკო სიტი)
30 ნოემბერი - ბრაზილია (სან პაულუ)

No comments:

Post a Comment