დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 26, 2013

„იაგუარ ლენდ როვერი“ ახალ კვლევით ცენტრს აშენებს

Jaguar Land Rover building new R&D center for hybrids, EVs, autonomous cars
26 სექტემბერი
ბოლო წლებში „იაგუარ ლენდ როვერის“ წარმატებებს დიდად განაპირობებს ის ფაქტი, რომ რომ ეს ორი კომპანია, მათი მფლობელი „ტატა მოტორსის“ ძალისხმევით, ინვესტიციებს არ იშურებს ახალი პროდუქციისა და ტექნოლოგიების შემუშავებაში. ამის წყალობით, ორივე კომპანია ძალიან მოკლე დროში რადიკალურად გარდაიქმნა. თუმცა ისინი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ - საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი, ელექტრონული ტრენდი ძლიერდება და „იაგუარ ლენდ როვერსაც“ დროის მოთხოვნისთვის ფეხის აყოლება სურს.
ამიტომ, კომპანიამ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოჰყო ცენტრალურ ინგლისში, უორვიკის უნივერსიტეტის მახლობლად, კვლევისა და განვითარების უახლესი ცენტრის ასაშენებლად, რომელსაც „ნეიშნლ ავტომოტივ ინოვეიშნ კამპუსი“ (საავტომობილო სიახლეების ეროვნული პარკი) ეწოდა. ამ ინვესტიციით, თითქმის გასამმაგდება „იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევითი ჯგუფის შტატი, რომელიც 150-დან 500-მდე გაიზრდება. სულ კი ცენტრში 1000-მდე სწავლული იმუსავებს.
„იმისათვის, რომ მოწინავე ავტომწარმოებელთა შორის ვიყოთ და მომხმარებელთა გონებაში, ხარისხიანი, მოწინავე ტექნოლოგიების მწარმოებლის იმიჯი შეგვექმნას, მათ მუდმივად რაღაც განსაკუთრებული უნდა შევთავაზოთ, ბაზარზე პირველები უნდა ვიყოთ. და ჩვენ გვინდა, რომ პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელთა მოწინვე რიგებში ვიყოთ“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევებისა და ტექნოლოგიების განყოფილების დირექტორი ვოლფგანგ ეპლე.
სულ ცენტრის მშენებლობას და ეკიპირებას 94 მილიონი გირვანქა სტერლინგი სჭირდება. „იაგუარ ლენდ როვერის“ გარდა, პროექტს ასევე აფინანსებენ „ტატას“ ევროპული ტექნიკური ცენტრი, „უორვიკის“ საწარმოო ცენტრი და უმაღლესი განათლების ფონდის საბჭო. საავტომობილო კომპანიების მიზანი, მთელი ქვეყნიდან აკადემიკოსების, მკვლევარებისა და წამყვანი ინჟინრების მოწვევაა, რომლებმაც მონწილეობა უნდა მიიღონ შემდეგი თაობის ავტომობილების და უახლესი ტექნოლოგიების შემუშავებაში.
რაც მთავარია, ცენტრთან უშუალო შეხება ექნებათ სკოლების მოსწავლეებსა და უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებსაც საავტომობილო სფეროს საინჟინრო განათლების მიღების სურვილი ექნებათ. მათ ცენტრში პროგრამა „სი ინსაიდ მენუფექტურინგის“ (დაესწარი წარმოების პროცესს) ფარგლებში, რეგულარულად ჩაუტარებენ გაცნობით ექსკურსიებს.
ცენტრმა მუშაობა 2016 წელს უნდა დაიწყოს. ის ჰიბრიდული და ელექტრული ძალური დანადგარების, კავშირის საშუალებების, ავტონომიური ავტომობილების და სხვა ტექნოლოგიების შემუშავებაზე იქნება ორიენტირებული.

No comments:

Post a Comment