დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 26, 2013

„ვოლვო“ „კონცეპტ კუპეს“ მცირესერიულად გამოუშვებს

Volvo Concept Coupe may see limited production
26 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი „ვოლვოს“ კონცეპტუალური კუპე იყო, რომელმაც გამოფენაზე პოპულარობის მხრივ, სერიოზული კონკურენცია გაუწია ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „პორშე 918 სპაიდერსა“ და პლაგ-ინ ჰიბრიდულ სპორტულ მოდელ „ბეემვე i8-ს“, ორ ავტომობილს, რომლებსაც ამ ტიპის ავტომობილების პოპულარიზაციის საქმეში მოწინავე როლი ენიჭებათ.
ოღონდ, პირველი ორი უკვე სერიულია, შვედური ავტომობილი კი ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური. თუმცა მალე შესაძლოა „ვოლვომ“ მისი წარმოება გადაწყვიტოს. ამ საკითხს უკვე განიხილავს კომპანიის დირექტორთა საბჭო, რომლის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, ავტომობილს შეზღუდული რაოდენობით იტალიური ატელიე „ბერტონე“ გამოუშვებს.
ზემოთ ნახსენები ორი გერმანული ავტომობილის მსგავსად, „ვოლვო კონცეპტ კუპეც“ მძლავრი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. შვედური ავტომობილი, რომლის დიზაინიც კლასიკური „ვოლვო P1800-ს“ შთაგონებით შემუშავდა, 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ერთდროულად ტურბო და მექანიკური დამჭირხნები ემსახურება. მასთან შეწყვილებულია ელექტრო ძრავი და ორივე უკანა ღერძზე ზის. ძალური დანადგარის ჯამური სიმძლავრე 400 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 665 ნიუტონმეტრი.
მაგრამ როგორც გამოცემა „მოტორაუთორიტი“ ირწმუნება, ამ ავტომობილის წარმოების შემთხვევაში, ამ ავტომობილის წარმოების შემთხვევაში, ის ან მხოლოდ შიდაწვის ძრავით აღიჭურვება, ან სხვანაირი პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით. ამასთან, მას ნებისმიერ შემთხვევაში შეეცვლება სახელი.

No comments:

Post a Comment