დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 26, 2013

ჰულკენბერგისთვის „მაკლარენის“ კარი ჯერაც ღიაა

McLaren door still open for Hulkenberg
26 სექტემბერი
ნიკო ჰულკენბერგს ასარჩევად აქვს საქმე - „ლოტუსის“ გარდა, მის არჩევანში „მაკლარენიც“ ფიგურირებს. უფრო მეტიც, გერმანულ პრესაში არც „ფორს ინდიაში“ მის დაბრუნებას გამორიცხავენ. 26 წლის გერმანელმა მრბოლმა სინგაპურის დიდი პრიზის დღეებში აღიარა, რომ შესაძლოა, „ფორს ინდიადან“ „ზაუბერში“ გადასვლა შეცდომა იყო.
„როცა ვამბობ, გული მწყდება, შესაძლოა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ როცა გუნდს იცვლი, ამას წინსვლისთვის აკეთებ, გინდა მეტს მიაღწიო“, - განმარტავს ჰულკენბერგი, ვისაც ახლახანს „ფერარიში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მარანელოში მას კიმი რაიკონენი ამჯობინეს. შესაძლოა, ეს მისთვის კარგიც იყო, რადგან „ფერარიში“ ფერნანდო ალონსოსთან კონკურენციისთვის მას გამოცდილება და ავტორიტეტი არ ეყოფოდა და დიდი ალბათობით, დაიჩაგრებოდა.
მოკლედ, „ფერარის“ მიერ უარყოფის შემდეგ, ჰულკისთვის საუკეთესო ვარიანტად „ლოტუსი“ რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ენსტოუნელებმა არაბულ კომპანიასთან გააფორმეს კონტრაქტი, რამაც იქ ფელიპე მასას გადასვლას ხაზი გადაუსვა. სამაგიეროდ, გზა ჰულკის გაეხსნა. მაგრამ გერმანლი მრბოლი არ ჩქარობს, რადგან „მაკლარენთან“ ყველაფერი გარკვეული ჯერ არ აქვს. მისი მენეჯერი ვერნერ ჰაინცი ამბობს, რომ მას ჯერ არავისთან გაუფორმებია კონტრაქტი, თუმცა ხელსაყრელ პოზიციასი იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, „მაკლარენში“ ჰულკენბერგის გადაყვანით, უოკინგელთა მექსიკელი პარტნიორი, სატელეკომუნიკაციო გიგანტი „ტელმექსია“ დაინტერესებული, რომელიც იმავდროულად, მექსიკელ სერხიო პერესს სპონსორობს. ამ ინფორმაციის პარალელურად, ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლოტუსი“ მოლაპარაკებას ბრაზილიურ კომპანიასთანც აწარმოებს, რომელსაც გუნდში ახალგაზრდა ბრაზილიელის, ფელიპე ნასრის მოყვანა სურს. თუმცა სავარაუდოდ, პირველ სეზონში ნასრს მესამე პილოტის როლს მისცემენ და თავისუფალ პრაქტიკებზე გამოუშვებენ ხოლმე ტრასაზე.
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი - „ლოტუსში“ არ მალავენ, რომ ლიდერის როლში რომენ გროჟანი ესახებათ, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან სწრაფი მრბოლია. „ლოტუსის“ სატრეკო ოპერაციების შეფი ალან პერმენი დარწმუნებულია, რომ გროჟანს გუნდის ლიდერობა ხელეწიფება. ყოველ შემთხვევაში, მას ამის შანსი აქვსო...

No comments:

Post a Comment