დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 22, 2013

სინგაპურში უმძღოლო მინი ავტობუსები ივლის

Singapore to try out driverless shuttle on public roads
22 სექტემბერი
სინგაპურში, ნანიანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და „JTC კორპორეიშნის“ „ქლინტექ პარკს“ შორის მოძრაობს პატარა ავტობუსი, რომელსაც მძღოლი არ ემსახურება. ის 2-კილომეტრიან მარშრუტს ასრულებს და ეს არის იმ გეგმის სატესტო ნაწილი, რომელიც ქალაქში ავტონომიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ითვალისწინებს. ზემოთ ნახსენებ რვაადგილიან შატლს, სახელად „ნავია“, ფრანგული „ინდაქტ ტექნოლოჯი“ აწარმოებს. 
ავტობუსი ავტომტურ რეჟიმში მუშაობს. მის სალონში, კართან არის სენსორული ეკრანი, რომელზეც მგზავრს შეუძლია იმ ადგილის მითითება, სადაც უნდა მივიდეს. ავტობუსი მაქსიმუმ 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ის მითითებულ ადგილზე გაჩერდება და კარსაც გააღებს.
ავტობუსი აღჭურვილია სტერეოსკოპული ოპტიკური კამერებით, რომლებსაც რეალურ დროში, ახლომდებარე ადგილის სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღება შეუძლია. ეს ავტობუსს სხვადასხვა ინციდენტებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს. ამასთან, მუდმივად ინარჩუნებს კურსს და ყველანაირ პრობლემას იცილებს თავიდან.
მას შემდეგ, რაც მარშრუტს დაასრულებს, ავტობუსი ასევე დამოუკიდებლად მივა სწრაფად დასამუხტ სადგურთან, სადაც ენერგიის მარაგს შეივსებს. ამასთან მას არ სჭირდება არც რელსები, არც საჰაერო სადენები ან სხვა რამ საშუალება, რომელიც ენერგიის წყაროსთან მუდმივად დააკავშირებს.
პროექტის მონწილე პარტნრები (ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,  JTC კორპორეიშნი და ინდაქტ ტექნოლოჯი) იმედოვნებენ, რომ „ნავია“, მისი მსგავსი სატრანსპორტო საშუალება, მისწრება იქნება სატრანზიტო ჰაბებს შორის, მაგალითად მატარებლის სადგურებს შორის, მცირე მანძილზე მგზავრთა გადაყვანისთვის.

No comments:

Post a Comment