დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 22, 2013

„მერსედესს“ ფელიპე მასა სურს...

Mercedes eyes Massa for DTM seat
22 სექტემბერი
...ოღონდ, DTM-ისთვის. ეს სამქიმიანების მოტორსპორტული საქმეების შეფმა, ტოტო ვოლფმა განაცხადა. მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ ბრაზილიელი მომავალ სეზონში გერმანიის ტურინგის ჩემპიონატში მისი კომპანიის საქარხნო გუნდის მანქანით იასპარეზებს.

მასას კი ფორმულა ერთში დარჩენა სურს და რამდენიმე გუნდთან აქვს მოლაპარაკება. მათგან ფელიპესთვის ყველაზე სასურველი „ლოტუსია“, საიდან წამოსულმა კიმი რაიკონენმაც „ფერარიში“ ადგილი წაართვა. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მასამ შვებულება აიღოს, რათა შემდეგ ხელსაყრელი პირობებით დაბრუნდეს. თუმცა, შვებულების დროს, DTM-ში ასპარეზობას არ გამორიცხავს.
„არ მიყვარს გამძლეობაზე რბოლები. DTM კი ის სერიაა, რომელზეც შესაძლოა ვიფიქრო“, - განუცხადა ბრაზილიურ გამოცემა „ო ესტადუ დე სან პაულუს“. ვოლფმა მასათი თავისი დაინტერესება კვალიფიკაციის შემდეგ გამოხატა, რომელზეც მასამ თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს აჯობა.

„ისეთი მრბოლი, როგორიც ფელიპეა, ნებისმიერი მაღალი დონის სარბოლო სერიისთვის, მათ შორის DTM-სთვის, ძალიან სასარგებლო შენაძენი იქნება. ის ძალიან საინტერესო მრბოლია, რომელზეც აუცილებლად ვიფიქრებთ“, - გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას განცხადა ავსტრიელმა ბიზნესმენმა, ვისაც „უილიამსის“ აქციების 15 პროცენტიც ეკუთვნის, თუმცა „მერსედესში“ გადასვლის შემდეგ, ბრიტანული საჯინიბოს მართვაში აღარ მონაწილეობს და გავრცელებული ინფორმაციით, აქციების გაყიდვასაც აპირებს.

No comments:

Post a Comment