დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, August 19, 2013

„ლამბორგინი“ ღია „ვენენოსაც“ გამოუშვებს

Lamborghini Confirms Veneno Roadster
19 აგვისტო
უსაშველო სიძვირისა და არცთუ ყველასთვის მოსაწონი გარეგნობის მიუხედავად, „ლამბორგინი ვენენო“ იმდენად პოპულარულია, რომ იტალიურმა კომპანიამ მისი ღია ვერსიის გამოშვებაც გადაწყვიტა. სანტ’აგატა ბოლონეზელებმა სულ სამი ცალი „ვენენო“ გამოუშვეს და სამივე, ჟენევის მოტორ შოუზე პრეზენტაციის შემდეგ, უცბად გაიყიდა. არადა, თითოეულის ფასი 3 მილიონი ევროა.
ეს ინფორმაცია ახლახანს თვით „ლამბორგინის“ მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა დაადასტურა, რომელმაც ჟურნალ „ქარ ენდ დრაივერთან“ საუბრისას დასძინა, რომ „ვენენოს“ ბაზაზე შემუშავებული როდსტერი სულ ცხრა ცალი დამზადდება. მას არ დაუკონკრეტებია, როდის და სად ვიხილავთ როდსტერს, თუმცა თქვა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
მიუხედავად იმისა, რომ „ვენენოზე“ სამჯერ მეტი დამზადდება, როდსტერი მაინც მასზე 300 000 ევროთი მეტი, ანუ 3.3 მილიონი ევრო ეღირება. რაც შეეხება ავტომობილის აღჭურვილობას, ამ მხრივ, პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება. შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილი 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი 1450 კილოგრამს იწონის, წონისა და სიმძლავრის ფარდბა კი 1.93-ია. „ვენენოს“ ადგილიდან ასის აკრეფა 2.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 355 კმ/სთ-ია.
ჯერაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ „ლამბომ“ როდსტერი არც გვიჩვენოს...

No comments:

Post a Comment