დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, August 19, 2013

რაიკონენს სხვა ვარიანტებიც აქვს

Kimi Raikkonen's Red Bull talks end, Daniel Ricciardo set for seat
19 აგვისტო
რაიკონენი და მისი მენეჯერი სტივ რობერტსონი
უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან, „რედ ბულში“ მარკ ვებერის ადგილს მისი თანამემამულე დანიელ რიკიარდო დაიკავებს. ავსტრიული გუნდი ბელგიის დიდი პრიზის დღეებში გვამცნობს ამ ამბავს. ფინელის მენეჯერმა სტივ რობერტსონმა განაცხადა, „რედ ბულთან“ მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდაო. ეს კი ნიშნავს, რომ კიმი რაიკონენს ან „ლოტუსში“ დარჩენა მოუწევს, ან სხვა გზა უნდა მონახოს.
დანიელ რიკიარდო
რობერტსონს არაფერი უთქვამს იმაზე, რაიკონენი „ლოტუსში“ დარჩება, „ფერარიში“ გადავა, თუ სხვაგან. თუმცა დასძინა, 99.9 პროცენტით დარწმუნებული ვარ, პელოტონში იქნებაო. სხვათა შორის, ფეისბუკში ახალი ვერსიაც გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც, ფინელი პილოტი მომავალ სეზონში „მერსედესის“ მანქანით იასპარეზებს, სადაც ნიკო როსბერგს შეცვლის.
სილი სიზონის ახალი ვერსია
ამავე ვერსიის შესაბამისად, როსბერგი „ფერარიში“ უნდა გადავიდეს, სადაც ფელიპე მასას ადგილს დაიკავებს. ამავე ვერსიით, „ლოტუსში“ კი არც რომენ გროჟანს დატოვებენ. მის და რაიკონენის ნაცვლად კი ნიკო ჰულკენბერგს და პასტორ მალდონადოს მიიწვევენ. მასა „ზაუბერში“, ჰულკენბერგის ადგილზე ბრუნდება. უცვლელი რჩება „მაკლარენის“ და „ფორს ინდიას“ შემადგენლობა. უნდა ითქვას, რომ ეს ვარიანტი ძალიან სენსაციურად მოჩანს, თუმცა არსებობის რეალური საფუძველი გააჩნია.

რაც შეეხება რიკიარდოს, მასზეც ჯერ ოფიციალური დადასტურება არ არსებობს, თუმცა ცოტა ხნის წინ, „რედ ბულმა“ გამოაცხადა, რომ „პორშეში“ გადასული ვებერის ადგილზე, ყველაზე რეალურ კანდიდატურებად, რაიკონენი და რიკიარდო განიხილებიან. და რადგან ფინელი ოფიციალურად გამოეთიშა ამ ორკაციან სიას, ავსტრალიელის პოზიცია გამყარდა.

No comments:

Post a Comment