New Spyker B6
Venator Spyder Concept to Go On Sale Next Year
18 აგვისტო
მას შემდეგ, რაც კანადელმა
ბიზნესმენმა ვიქტორ მიულერმა „სააბის“ გაცოცხლება ვერ შეძლო, მთელი თავისი
ყურადღება სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ჰოლანდიურ კომპანია „სპაიკერზე“
გადაიტანა, რომლის თანამფლობელი და მთავარი აღმასრულებელიც თავადაა. და აი, პებლ
ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, მიულერმა კუპე „B6 ვენატორის“
ღია ვერსია, „B6 ვენატორ სპაიდერი“ წარადგინა.
„სპაიკერმა“ კუპე „B6
ვენატორი“ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა და როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი
ჯონ უოლტონი ამბობს, გამოხმაურება იმდენად დადებითი იყო, რომ ღია ვერსიის
შემუშავების პროცესი დაჩქარდა. მისი თქმით, „B6 ვენატორ სპაიდერი“ ის ავტომობილია,
რომელზე მეტი ექსკლუზიურობითაც, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მოსიარულე ვერცერთი მისი
კონკურენტი ვერ დაიკვეხნის. ამერიკის ეს რეგიონი კი ცნობილია, როგორც მთელს
მსოფლიოში სუპერ ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი.
ისევე როგორც კუპე „B6
ვენატორი“, მისი ღია ვერსიაც 3.5-ლიტრიანი V6 ძრავითაა (ის განივადაა განლაგებული)
აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 375 ცხენის ძალაზე მეტია. ძრავთან 6-საფეხურიანი ავტომატური
კოლოფია დაკავშირებული. კომპანია ჯერჯერობით ახალი ავტომობილის დინამიკურ
მახასიათებლებს არ აქვეყნებს.
„სპაიკერის“ განცხადებით,
მიუხედავად იმისა, რომ „სპაიდერს“ სახურავის ავტომატურად დასაკეცი მექანიზმი
ემსახურება, მისი წონა მაინც 1400 კილოგრამზე ნაკლებია, ანუ დაახლოებით იმდენივე,
რამდნსაც კუპე ვერსია იწონის. „B6 ვენატორ სპაიდერის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 347
მილიმეტრი, სიგანე 1 882 მილიმეტრი, ბაზა 2 500 მილიმეტრი.
ორივე ავტომობილით „სპაიკერი“
კონკურენციას „პორშე 911-ს“ უწევს. სპაიდერი ბაზარზე 2014 წელს გამოვა და ამერიკის
(აშშ-ში 2015 წელს შევა) და ევროპის გარდა, შუა აღმოსავლეთში, ინდოეთში და აზია
წყნარი ოკეანის რეგიონშიც გაიყიდება. ღია სუპერ ავტომობილის ფასი დაახლოებით 110 000
ევრო იქნება.
No comments:
Post a Comment