დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 18, 2013

„ფერარი“ 27.5 მილიონ დოლარად

1967 Ferrari 275 GTB/4 NART Spider sells for incredible $27.5 million
18 აგვისტო
ამერიკის ქალაქ მონტერეიში (კალიფორნია) გამართულ „RM ოქშენზის“ აუქციონზე, „ფერარის“ ერთ-ერთი უიშვიათესი ექსკლუზიური ავტომობილი - 1967 წელს გამოშვებული „ფერარი 275 GTB/4 NART სპაიდერი“ რეკორდულ ფასად, 27.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ აუქციონამდე, სპეციალისტები ამ ავტომობილის დაახლოებით 25 მილიონად გაყიდვას ვარაუდობდნენ.
აუქციონზე გამოტანილი ავტომობილის საწყისი ფასი 10 მილიონი დოლარი იყო. უკვე მეორე შეთავაზებაზე კი ფასმა 16 მილიონს მიაღწია. ამის მიუხედავად, ვაჭრობა არც შეფერხებულა და თანდათან, სულ უფრო მაღლა ადიოდა. აღტაცება გამოიწვია მომენტმა, როცა ფასმა ოც მილიონს მიაღწია. მაგრამ ვაჭრობის ტემპი ამის შემდეგაც არ შენელებულა.
საერთოდ, „ფერარი 275 GTB-ს“ ყველა ეგზემპლარი, ავტო კოლექციონერების სანუკვარი ლუკმაა. 1967 წელს გამოშვებული ვერსია „NART“ (ნორთ ამერიკენ რეისინგ ტიმ) კი განსაკუთრებულია. ის მხოლოდ ათი ცალი გამოვიდა. პირველი „სპაიდერი“ 1968 წელს დამზადდა და ერთ-ერთი ასეთი ავტომობილი სტივ მაკქვინმა შეიძინა, რომელმაც ის მალევე დაამტვრია.
„RM ოქშენზის“ აუქციონზე გაყიდულ ეგზემპლარს კი, პირველი გაყიდვის მომენტიდან, ერთადერთი პატრონი ჰყავდა, რომელმაც წინდაწინვე განაცხადა, რომ მიღებულ თანხას მთლიანად საქველმოქმედო მიზნებს მოახმარს. ავტომობილის ახალი მფლობელი გახდა კანადელი მილიარდერი ლორენს სტროლი, რომელმაც ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდ „ტომი ჰილფინგერის“ წარმატებებში სოლიდური როლი ითამაშა.
27.5 მილიონი დოლარი ყველაზე მსხვილი თანხაა, რომელიც კი ამერიკაში გამართულ აუქციონებში ავტომობილში ოდესმე გადაუხდიათ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი ეს მეორე უძვირესი ავტომობილია. ახლახანს 29.7 მილიონ დლარად გაიყიდა 1954 წელს გამოშვებული „მერსედეს-ბენც W196“, რომელსაც ერთ დროს თვით ლეგენდარული არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიო მართავდა.

No comments:

Post a Comment