დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 3, 2013

„მაკლარენმა“ ამერიკაში P1 თითქმის სულ გაყიდა

McLaren P1 Almost Sold Out in US
3 აპრილი

ნიუ იორკის ავტო შოუზე, „მაკლარენის“ ჩრდილოამერიკული შტოს დირექტორმა ენტონი ჯოზეფმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ თითქმის მთლიანად გაყიდა უახლეს ჰიპერ ავტომობილ P1-ის ის პაკეტი, რომელიც ამერიკის ბაზრისთვის იყო გამოყოფილი. „ჩვენ უკვე ჩვენთვის გამოყოფილი მანქანების 75 პროცენტი გავყიდეთ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ივნისის ბოლოს შეკვეთების მიღებას შევწყვეტთ“, - განაცხადა ჯოზეფმა, ვისაც არ დაუზუსტებია, თუ რამდნი P1 იყო გამოყოფილი ამერიკისთვის.
ცნობილია, რომ „მაკლარენი“ მხოლოდ 375 ცალი P1-ის გამოშვებას გეგმავს, რომელთა ფასიც 1 მილიონი ევროა. ავტომობილის ჰიბრიდულ დანადგარში 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 და ელექტროძრავი შედის, რომელთა ჯამური სიმძლავრე 903 ცხენის ძალაა. მისი დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან ასს სამ წამზე ნაკლებში აღწევს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია.
ჯოზეფმა ასევე განაცხადა, რომ მისი კომპანია უკვე ახალ პროექტებზე მუშაობს. მათგან რამდნიმე 12C-ს ვარიაციები იქნება, ერთი კი ყველაზე იაფი ავტომობილია, რომელმაც კონკურენცია „პორშე 911-ს“ უნდა გაუწიოს. ჯოზეფი ამ ავტომობილს P13-ს უწოდებს და ამბობს, რომ ის დაახლოებით 200 000 დოლარის ფარგლებში ეღირება. ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას ალბათ მერმისს გვიჩვენებენ, ბაზარზე კი ის 2015 წელს განოვა.

No comments:

Post a Comment