დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 3, 2013

„ფორდი“ ახალ „მონდეოს“ ესპანეთში გამოუშვებს

Ford Mondeo Goes On sale in China as Europe Awaits Start of Spanish Production
3 აპრილი
თავის დროზე, „ფორდმა“ საშუალო ზომის სედანი „მონდეო“ ევროპული ბაზრისთვის შექმნა. მანქანამ თავიდანვე მოიპოვა პოპულარობა, თუმცა მისი პირველი ორი თაობა, ზოგ რამეში საკმაოდ უღიმღამოც იყო. მაგალითად, დიზაინის და დინამიკის მხრივ. მესამე თაობიდან კი გაუმჯობესება აშკარად დაეტყო. ამჟამად, ამერიკული კომპანია ევროპაში მეოთხე თაობის „მონდეოს“ ჰყიდის, რომელიც ზოგ ბაზარზე, მაგალითად ჩინეთსა და ამერიკაში (აშშ-ში მას ფიუჟნის სახელით იცნბენ), უკვე მეხუთე თაობამაც კი შეცვალა.
წესით, ახალი „მონდეოს“ გაყიდვები ევროპაშიც უკვე დაწყებული უნდა იყოს, მაგრამ „ფორდმა“ გადაწყვიტა, რომ მისი წარმოება გენკის (ბელგია) ქარხნიდან ესპანეთში გადაეტანა. და ამიტომაც, დებიუტი გადაიდო. მეხუთე თაობის „მონდეო“ ძველი კონტინენტის ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება, რაც „ფორდის“ კრიზისული ევროპული ბიზნესისთვის არცთუ სასურველი იყო.
ახლახანს, ახალ „მონდეოს“ დებიუტი ჩინეთში შედგა, სადაც შანჰაის მოტორ შოუზე დაგეგმილ პრემიერამდე, დახურულ პრეზენტაციაზე წარადგინეს. ამ წარდგენისას ითქვა, რომ ავტომობილი 170 000-260 000 იუანი (25 800-43 500 დლარი) ეღირება. ჩინური ბაზრისთვის „მონდეოს“ ადგილობრივ კომპანია „ჩანგანის“ და „ფორდის“ ერთობლივი საწარმო გამოუშვებს. გაყიდვები შანჰაის შოუს დასრულებისთანავე, მაისში დაიწყება.

„ჩინური ბაზრისთვის ჩვენ მოვამზადეთ „მონდეოს“ ყველაზე პრემიუმ ვერსია, როგორიც კი ოდესმე გაგვიკეთებია. სრულიად ახალი „მონდეო“ შექმნილია იმისათვის, რომ მოლოდინი რეალობად აქციოს. ეს ნამდვილი ფლაგმანია, რომელშიც ერთმანეთთან მშვენიერება და უმაღლესი ხარისხია შერწყმული. ეს ავტომობილი, ბაზარზე თავის კლასში თამასას მაღლა ასწევს. ეს ის მანქანაა, როგორის მართვაც ჩვენს ჩინელ კლიენტებს სურთ“, - წარდგენისას განაცხადა „ჩანგან ფორდ ავტომობილის“ პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა მარინ ბურელამ.
საინტერესოა, რომ ახალ „მონდეოს“ იმავე ქარხანაში გამოუშვებენ, სადაც ძველს ჯერ ისევ აწარმოებენ და კონვეიერზე კიდევ ორ წელს დატოვებენ.

No comments:

Post a Comment