დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 3, 2013

პიტსტოპი 2.05 წამში!

Infiniti Red Bull Racing sets new pitstop world record
3 აპრილი
მალაიზიის დიდ პრიზზე, გამარჯვების და სკანდალის გარდა, „რედ ბულმა“ პიტსტოპზე წარმოუდგენელი სისწრაფითაც გამოიჩინა თავი - მისმა მექანიკოსებმა მარკ ვებერს მეორე პიტსტოპზე ოთხივე ბორბალი სულ რაღაც, 2.05 წამში შეუცვალეს!

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი „მაკლარენს“ ეკუთვნოდა, რომლის მექანიკოსებმაც, გერმანიის შარშანდელ დიდ პრიზზე, ჯენსონ ბატონს ბორბლები 2.31 წამში შეუცვალეს. თუმცა, მალაიზიაში უოკინგელთა მიღწევა ხუთჯერ (!) გაუმჯობესდა. აქედან ოთხ შემთხვევაში, ბოქსში ვებერი იყო, ერთხელ კი - სებასტიან ფეტელი.
პირველად „მაკლარენის“ რეკორდი მე-5 წრეზე გაუმჯობესდა, როდესაც ბოქსში ფეტელი შევიდა. მას ოთხივე ბორბალი 2.13 წამში შეუცვალეს. ორი წრის შემდეგ, პირველი პიტსტოპი ვებერმაც შეასრულა და ამჯერადაც დრო 2.31 წამი იყო. 12 წრის შემდგ კი, იმავე ვებერს ბორბლები 2.05 წამში გამოუცვალეს. ავსტრალიელი შემდგომ ორ პიტსტოპზე, ბოქსის წინ მხოლოდ 2.21 და 2.26 წამი იდგა.
საერთოდ, ყველა გუნდი თავის პიტსტოპების დროს, მანქანაზე დამაგრებული გადამწოდების დახმარებით ზომავს. განსხვავებულ ტაიმერს იყენებენ სატელევიზიო ტელეტრანსლაციების დროს და მათი დროებიც ყოველთვის განსხვავებულია. ოფიციალურ მონაცემებს კი FIA აქვეყნებს ხოლმე. ზემოთ მოყვანილი მონაცემები „რედ ბულმა“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ახლა მთავარია, ისინი FIA-მ დაადასტუროს და პიტსტოპის ოფიციალური რეკორდიც დაფიქსირდება.

No comments:

Post a Comment