დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 18, 2013

„ფოლკსვაგენის“ კონცეპტუალური „ქროსბლიუ“

New VW CrossBlue Coupe Concept Previewed Ahead of Shanghai Show Debut
18 აპრილი

შანჰაის საავტომობილო შოუ აუტო ჩაინაზე ახალი და კონცეპტუალური ქროსოვერების სიუხვეა მოსალოდნელი. მათ შორის გერმანული ქროსოვერების კოჰორტა გამოირჩევა, რომელთაგან ერთ-ერთი, „ფოლკსვაგენის“ კონცეპტუალური „ქროსბლიუ“ იქნება, რომლის ესკიზებიც გერმანულმა კომპანიამ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა.

„ბეემვეს“ X4-ის მსგავსად, ვოლფსბურგელების სიახლეც ეგრეთ წოდებული კუპე ქროსოვერია. ის შეიძლება გახდეს ვოლფსბურგელთა სრულიად ახალი მოდლი, ან მათი პოპულარული „ტიგუანის“ ახალი ვერსია. ყოველ შემთხვევაში, მწარმოებელი ირწმუნება, რომ ავტომობილი უახლეს მოდულურ პლატფორმა MQB-ზე არის ბაზირებული, რომელიც უკვე ჯგუფის არაერთ ავტომობილზე, მათ შორის, მეშვიდე თაობის „გოლფზეც“ გვხვდება.
„ფოლკსვაგენმა“ დაიცვა ბოლო დროის ტრენდი და კონცეპტუალური ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვა. “ქროსბლიუს“ კაპოტქვეშ V6 ტურბო დიზელი და ორი ელექტროძრავი ჩადგა, რომლებიც ჯამში 415 ცხენის ძალას იძლევიან. ამ აგრეგატით, როგორც გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იტყობინება, „ქროსბლიუს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.9 წამში შეუძლია - არცთუ დიდი ხნის წინ, ასეთი აჩქარებით სუპერ ავტომობილების მწარმოებლები ტრაბახობდნენ... მარტო ელექტროენერგიით, ავტომობილს 33 კილომეტრის გავლა შეუძლია, კომბინირებული რეჟიმით გადაადგილებისას კი 100 კილომეტრს 3.0 ლიტრი საწვავით გადის.
ესკიზების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „ქროსბლიუს“ საკმაოდ აგრესიული გარეგნობა უნდა ჰქონდეს, თუმცა ისიც ცნობილია, რომ სკეჩებიდან სკულპტურამდე ეს აგრესია ნელდება ხოლმე. თუმცა, თუ უკანა ხედში კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ მანქანას ოთხი კარი აქვს, რაც იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ კუპე არ იქნება.
თუმცა, მარჩიელობა საჭირო არაა, რადგან რეალურ „ქროსბლიუს“ მალე გაგვაცნობენ...

No comments:

Post a Comment