დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 18, 2013

„ოპელ ადამმა“ „რედ დოტის“ დიზაინის ჯილდო დამსახურა

Opel ADAM Wins “red dot design award”
18 აპრილი
„ოპელის“ უახლესმა სუბკომპაქტურმა სპორტულმა მოდელმა „ადამმა“, ინდუსტრიულ დიზაინში პოპულარულ კონკურს „რედ დოტის“ აღიარება მოიპოვა. კონკურსის ჟიურიში შემავალმა 37-მა ექსპერტმა, „ადამს“ ავტოინდუსტრიისა და ტრანსპორტის კატეგორიაში, 2013 წლის საუკეთესო პროდუქტის ჯილდო მიაკუთვნა.

„ოპელს“ ამ ავტომობილზე უკვე 30 000-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული. „ადამი“ დახვეწილი დიზაინით და შესრულების უამრავი ვარიანტით იზიდავს მყიდველს. ექსპერტთა შეფასებით, ავტომობილი „ესთეტური ფორმებით და მდგრადი ტრენდულობით“ გამოირჩევა.
„ჩვენ ვაგრძელებთ „რედ დოტის“ კონკურსში გამარჯვებათა ტრადიციას. ჩვენმა ახალმა ავტომობილმა, რომელიც ცხოვრების ახლებურ, აქტიურ სტილს შეეფერება, სპეციალისტებს თავისი ინოვაციურობით მოაწონა თავი. ჩვენი „ადამით“, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყოველ სეგმენტში, შესანიშნავი დიზაინის მქონე ავტომობილის შეთავაზება შეგვიძლია, რომელიც ყველანაირი გემოვნების მყიდველის მოთხოვნებს და სურვილებს დააკმაყოფილებს“, - ამბობს „ოპელის“ ექსტერიერის დიზაინის შეფი ნილს ლოები.
„ადამის“ მეოთხე ავტომობილია, რომელმაც 2009 წლის შემდეგ, „რედ დოტის“ აღიარება მოიპოვა. მანამდე ანალოგიური ჯილდოები საშუალო ზომის სედანმა „ინსიგნიამ“, უნივერსალმა „ასტრა სპორტს ტურერმა“ და კომპაქტურმა კუპე „ასტრა GTC-მ“ მიიღეს. სწორედ „ინსიგნიათი“ დაიწყო ახალი კორპორატიული სტილის დამკვიდრება, რომელმაც გერმანულ კომპანიას ასეთი აღიარებები მოაპოვებინა.
წლევანდელ კონკურსზე განაცხადი არნახულად ბევრმა - 54 ქვეყნის 1865-მა კომპანიამ და დიზაინერმა შეიტანა. სულ კონკურსი 19 კატეგორიაში, 4662 პროდუქტს შორის ჩატარდა. ჯილდოების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 1 ივლისს, ქალაქ ესენის (გერმანია) თეატრ ალტოს დარბაზში ჩატარდება და მას 1200-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. მათ შორის ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენლები იქნებიან.

No comments:

Post a Comment