Frankfurt Motor Show to Host Production BMW i3
Unveiling
20 მარტი
ეს დროც ახლოვდება - მალე „ბეემვე“ ოფიციალურად
გახდება ელექტრომობილების მწარმოებელი. ბავარიული კომპანია, ფრანკფურტის მოტორ
შოუზე, თავისი პირველი ელექტრომობილის, ჰეჩბეკ i3-ის მსოფლიო
პრემიერას ჩაატარებს. წინასწარი მონაცემებით, რომლებიც პრემიერის წინ დაზუსტდება, მხოლოდ
ელემენტების ბლოკში დაგროვებული ენერგიის ხარჯზე, ავტომობილის სვლის სიშორე 160
კილომეტრს მიაღწევს, ჰიბრიდული სისტემის დამატებით კი ეს მანძილი 290 კილომეტრამდე
გაიზრდება.
ბავარიელებს ამ ავტომობილის ფასი ჯერ არ გამოუცხადებიათ,
თუმცა როგორც კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ნორბერტ რაიტჰოფერი ამბობს,
წინასწარ მასზე უკვე რამდენიმე ასეული შეკვეთაა მიღებული. „ბეემვეს“ დივიზიონ i-ს
წარმოების უფროსი მენეჯერი მაქსიმილიან კელნერი ამბობს, რომ ამ ავტომობილის სვლის
სიშორე იმის მანიშნებელია, რომ i3 ყოველდღიური ექასპლუატაციისთვის სრულ
მზადყოფნაშია.
სხვათა შორის, რაიტჰოფერმა გამოაცხადა, რომ ორ
წელიწადში მისი კომპანია 25 ახალ ავტომობილს გამოუშვებს, რომელთაგან 10 სრულიად
ახალი იქნება. მათ შორის, X6-ის მომცრო ვერსია X4, i3
და ამ ელექტრომობილის კუპე ვერსია i4. ამ ორ ელექტრომობილს „ბეემვე“ ლაიპციგის
ქარხანაში გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment