დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 20, 2013

„ჰიუნდაი“ ნიუ იორკის შოუზე განახლებულ „ეკუსს“ წარადგენს


Hyundai Teases 2014 Equus Sedan Ahead of NY Debut
20 მარტი
მორიგი დიდი საავტომობილო გამოფენა მალე ნიუ იორკში გაიხსნება. რა თქმა უნდა, ის ისეთივე მასშტაბური არაა, როგორიც ჟენევური რანდევუ, მაგრამ ავტომწარმოებლებს სიახლეები ამ შოუსთვისაც აქვთ შემონახული. განსაკუთრებით ეს იმ ავტომობილებს ეხება, რომლებიც პირველ რიგში, ამერიკული ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

ნიუ იორკში ერთ-ერთი ასეთი ექსპონატი, „ჰიუნდაის“ განახლებული ფლაგმანი სედანი „ეკუსია“. ამ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, თუმცა კორეულმა კომპანიამ მისი ფოტო ტიზერი მაინც გაავრცელა. ფოტოზე ავტომობილი შეუნიღბავადაა გამოსახული, თუმცა მისი კონტურების გარჩევას ჩამუქებული ფონი ართულებს.
„ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ განახლებულ „ეკუსს“ 30 ახალი, ან განახლებული ნაწილი აქვს. ცვლილებები შეეხო როგორც ინტერიერს, ასევე ექსტერიერსაც. გაუმჯობესდა საჭის სისტემა, საკიდარი, ავტომობილის მაკონტროლებელი სისტემები, სალონის გასაწყობად გამოყენებული მასალები, ასევე უსაფრთხოების სისტემები.

No comments:

Post a Comment