დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 29, 2013

„უილიამსმა“ ჩავარდნის მიზეზს მიაგნო

Williams finding answers to its F1 2013 woes - AUTOSPORT analysis
29 მარტი
„უილიამსმა“ სეზონი უხეიროდ დაიწყო - პასტორ მალდონადომ ახალ მანქანას უმართავიც კი უწოდა. მაგრამ გუნდი არ დაბნეულა და მალაიზიის შემდეგ აცხადებს, რომ ჩავარდნის მიზეზს მიაგნო. ტექნიკურ დრექტორ მაიკ ქოგლენის თქმით, პრობლემების წყარო ახალი, კოანდას ეფექტის გათვალისწინებით შემუშავებული გამოსაბოლქვია.
არადა გასულ სეზონში, „უილიამსმა“ თავისი თაყვანისმცემლებს იმედი ჩაუსახა - გუნდმა აშკარად კარგი მანქანა შექმნა, რომელმაც მალდონადო ესპანეთში გამარჯვებამდე მიიყვანა. ბუნებრივია, ამის შემდეგ, ყველა გროველებისგან მორიგ წინგადადგმულ ნაბიჯს ელოდა, მაგრამ ჯერჯერობით პირიქითაა.
„უილიამსს“ კოანდას გამოსაბოლქვი ახალი შექმნილი აქვს. პირველად ის გასული სეზონის ბოლო რბოლაში, ბრაზილიაში გამოიყენა. პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო, მაგრამ მაშინ ჩათვალეს, რომ ახალი ელემენტის დახვეწას დრო უნდა და ახალ სეზონის დაწყებამდე, გამოსაბოლქვს ჭკუაზე მოიყვანდნენ. ბოლოს და ბოლოს, თავიდან მსგავსი სისტემის ეფექტურად გამოყენება „მერსედესის“ საქარხნო გუნდსაც გაუჭირდა...
„კოანდა პირველად ბრაზილიაში გამოვიყენეთ და მაშინ უნდა გაგვეცნობიერებინა მისი პოტენციალი, მაგრამ ბევრი სხვა საქმეც გვქონდა და ყურადღება ვერ მივაქციეთ“, - ყვება ქოგლენი. კოანდას ეფექტის გამოყენება ბევრ სირთულეს უკავშირდება, პირველ რიგში იმას, რომ სისტემა ძლიერ გახურებული გამონაბოლქვი აირის გამოყენებას ეფუძნება. ქუგლანის თქმით, ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია სისტემის აეროდინამიკურ მილში დახვეწა. უკეთ მუშაობს ტრეკზე ტესტები და უმაღლესი დონიის კომპიუტერული სიმულაციები.
„ეს ისეთი რამ არაა, რომელსაც ერთ დღეში გააკეთებ. აქ ჰაერის ნაკადი მანქანის სიჩქარეზე და ძრავის დატვირთვაზეა დამოკიდებული. აქ ყველაფერი სულ სხვანაირადაა. გაოცებული რჩება, როდესაც ამ სისტემის პოტენციალს ხედავ. მაგრამ ბორბლის ტრიალმა შეიძლება ყველაფერი აურიოს. თუმცა მთავარია, რომ სწორი მიმართულება დავინახეთ და ვფიქრობ, მას ჭკუაზე შემდეგი რბოლისთვის მოვიყვანთ“, - დასძენს ქოგლენი. ის ამბობს, რომ თუ ჩინეთამდე კოანდას ჭკუაზე ვერ მოიყვანენ, არაა გამორიცხული, რომ შარშანდელი გამოსაბოლქვი დააყენონ.

No comments:

Post a Comment