დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 29, 2013

განქორწინება იტალიურად? არა, თუმცა ნაწილობრივ კი...

Divorce, Italian style? No, but a design change at Ferrari
29 მარტი
1951 წლიდან მოყოლებული, „ფერარი“ და „პინინფარინა“ პრაქტიკულად განუყოფლები არიან. იტალიურმა ატელიემ, ერთის გარდა, მარანელოელთა ყველა ავტომობილის დიზაინი შეიმუშავა. ის ერთი გამონაკლისი 1973 წლის „დინო GT4“ იყო, რომელიც „ბერტონემ“ შეიმუშავა.
და აი, 40 წლის შემდეგ, მეორე გამონაკლისის ჯერიც დადგა. ამჯერად ავტომობილის სახელია „ლაფერარი“, რომელიც მარანელოელებმა ახლახანს ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენეს. ის საკუთრივ „ფერარის“ მიერაა შემუშავებული. ამან კი ბოროტი ენები აალაპარაკა - გაჩნდა ვარაუდი, რომ ორი სახელოვანი იტალიური კომპანია „გაყრას“ აპირებს.
სხვათა შორის „პინინფარინამ“ ახალი სუპერ ავტომობილის საკუთარი ხედვა წარუდგინა „ფერარის“. მაგრამ მისი პროექტი ვერ გავიდა. „ფერარის“ მთავარი აღმასრულებელი ამედეო ფელისა ამას იმ გარემოებით ხსნის, რომ „პინინფარინას“ პროექტი არ შეესაბამებოდა ახალი ავტომობილისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. კერძოდ, მისი აეროდინამიკა არადამაკმაყოფილებელი იყო. მოდიფიკაცია კი ბევრ დროს და ხარჯებს მოითხოვდა.
„ამ ავტომობილს „პინინფარინასგან“ არაფერი აქვს, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს - ჩვენ მათთან ერთად სხვა ორ პროექტზე ვმუშაობთ“, - განაცხადა „ფერარის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლუკა დი მონტეძემოლომ. მოკლედ, განქორწინება მხოლოდ ერთ პროექტს შეეხო და ამ შემთხვევას „პინინფარინას“ შეფი პაოლო პინინფარინა მშვიდად შეხვდა. მისი თქმით, „ფერარის“ დიზაინს ფუნქციურობა განსაზღვრავს და ეს გადაწყვეტილებაც ამ პრინციპის დაცვამ მოითხოვა.
„ფერარიც“ და „ოინინფარინაც“ ირწმუნებიან, რომ მათი ურთიერთობა მყარია. თუმცა, კულუარებში მაინც გამოითქმის ეჭვი, რომ „ლაფერარის“ მალე სხვა ისეთი პროექტებიც მოჰყვება, რომლებსაც „ფერარი“ თავისი ძალებით გაართმევს თავს...

No comments:

Post a Comment