Polaris introducing flat-proof
"airless" tires
21 მარტი
|
„რისაილენტ ტექნოლოჯიზის“ საბურავები "პოლარისის" კვადროციკლზე |
ბაგის ტიპის ავტომობილებისა და კვადროციკლების
მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „პოლარისს“, თავისი უგზოობის ავტომობილების უჰაერო
საბურავებით აღჭურვა აქვს გადაწყვეტილი. ასეთი საბურავები არც გახვრეტით ზიანდება
და სატრანსპორტო საშუალებას რიგი უპირატესობებითაც უზრუნველყოფს. მაგალითად, დიდ
უსწორმასწორობაზე (ლოდებზე, მორებზე, ან მიწაყრილზე) გადავლისას, ნაკლებად
გადასცემს საკიდარს დარტყმით ძალას. ამასთან, სასურველ მართვადობას უზრუნველყოფს და
პნევმატურ საბურავებს ტვირთამწეობითაც კონკურენციას უწევს. იმის გამო, რომ უჰაერო
საბურავი ძლიერ დრეკადია, ცუდ გზაზე სწრაფად სიარულისას, გამორიცხულია ბორბლის
ძლიერი „ახტომა“, რაც ხშირად, მანქანის გადატრიალებას იწვევს ხოლმე. დაბოლოს,
ასფალტზე ისინი პნევმატურ საბურავებზე ნაკლებად ხმაურიანია.
|
„რისაილენტ ტექნოლოჯიზის“ საბურავები "პოლარისის" ბაგიზე |
დრეკად ელემენტზე ბაზირებული უჰაერო საბურავები,
სახელად „ტვილ“, პირველმა „მიშლენმა“ შეიმუშავა (2005 წელს), რომელმაც მათ ჩქაროსნული
ტესტებიც ჩაუტარა. ტესტებზე ამ ტიპის საბურავების რიგი უპირატესობანი გამოიკვეთა. სხვა
ყველაფერთან ერთად, „ტვილს“ ჰქონდა ერთი გამორჩეული დადებითი თვისება - რადიალური
მიმართულებით, ის საკმაოდ დრეკადი იყო, ამასთან განივ დატვირთვებს ხისტად ხვდებოდა.
ამ თვისებებით, ის მშვიდ რეჟიმში მაღალ კომფორტს უზრუნველყოფს, მოსახვევების
სწრაფად გავლისას კი ავტომობილს მდგრადოას უნარჩუნებს.
|
რისაილენტ ტექნოლოჯიზის“ საბურავების აგებულება |
ორი წლის წინ, მსგავსი პრინციპით მომუშავე
საბურავები „ბრიჯსტოუნმაც“ შეიმუშავა. ოღონდ, მისი საბურავი „მიშლენის“ ანალოგზე
გაცილებით რთული კონსტრუქციისაა. და უფრო რთული და ეფექტური პროტექტორითაც
გამოირჩევა. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, საბურავების
მწარმოებელი კომპანიები ინტენსურად ეძებდნენ ისეთ მასალებს, რომლებიც უჰაერო
საბურავებს საჭირო არამეტრებით უზრუნველყოფდა. საბოლოოდ, მათ შეძლეს არამხოლოდ
ოპტიმალური აგებულების მქონე საბურავების შემუშავება, არამედ ისეთ მასალებსაც
მიაგნეს, რომლებიც რეზინს გამძლეობით უზრუნველყოფს და ბორბალს ჩაჭიდების მაღალ
ხარისხს დიდხანსაც უნარჩუნებს.
|
"მიშლენის" (მარცხნივ) და "ბრიჯსტოუნის" უჰაერო საბურავები |
სამწუხაროდ, „მიშლენმა“ თავისი „ტვილი“ მასობრივ
წარმოებამდე ვერ მიიყვანა. ამ საბურავებს იშვიათად, სპეცტექნიკაზე თუ შეხვდებით.
კონვეიერამდე ვერც „ბრიჯსტოუნის“ საბურავმა მიაღწია. სამაგიეროდ, ასეთი კონსტრუქციით
ამერიკული კომპანია „რისაილენტ ტექნოლოჯიზი“ დაინტერესდა, რომელმაც საბურავის დრეკადი
მზიდი ელემენტი ფიჭური სტრუქტურის სახით ჩამოაყალიბა. ამასთან, მის დასამზადებლად ისეთი
პოლიმერული მასალები გამოიყენა, რომლებიც მაღალი დრეკადობით გამოირჩევა.
|
„რისაილენტ ტექნოლოჯიზის“ უჰაერო საბურავები |
„რისაილენტ ტექნოლოჯიზის“ პროექტი სამხედრო
დანიშნულების იყო. ამერიკული კომპანია იმედოვნებდა, რომ არმიაში მის პროდუქტს
მოიწონებდნენ და „ჰამვის“ პარკი მალე მთლიანად ასეთ საბურავებზე გადავიდოდა.
ჩატარებულმა ინტენსიურმა ტესტებმა აჩვენა, რომ ასეთი საბურავები არც წვეტიან
ქვებზე გავლისას ზიანდებოდა და არც ტყციის მოხვედრისგან. სამხედროებს ეს სიახლე
მოეწონათ, მაგრამ თავიანთი ავტოპარკის ასეთ საბურავებზე გადაყვანისგან მაინც თავი
შეიკავეს.
სამხედროებისგან უარის მიღების შემდეგ, „რისაილენტ
ტექნოლოჯიზი“ კომპანია „პოლარისმა“ შეიძინა, რომელსაც უჰაერო საბურავების თავის
ავტომობილებზე დანერგვა აქვს გადაწყვეტილი. და თუ კვადროციკლებზე დაყენებულ ასეთ
უცნაურ ბორბლებს მომხმარებელი მიეჩვევა, მაშინ ასეთივე ბორბლები, სერიულ
ავტომობილებზეც მალე გამოჩნდება.
No comments:
Post a Comment