2013 Land Rover Evoque Black Design Pack
21 მარტი
ჟენევის მოტორ შუზე, „ლენდ როვერს“ დიდი სიახლეები
არ ჰქონია და მხოლოდ არსებული მოდელების მოდიფიკაციები წარმოადგინა. მათ შორისაა პოპულარულ
„რეინჯ როვერ ევოუკის“ ვერსია „ბლექ დიზაინ პაკ“, რომლის გაყიდვებსაც ბრიტანული
კომპანია აპრილში დაიწყებს. ეს პაკეტი 160-ზე მეტ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.
სახელი მიგვითითებს, რომ ამ ავტომობილის
გაფორმებისას, შავი ფერის დეტალებზე მახვილდბა ყურადღება. სამაგიეროდ, ექსტერიერზე
თითქმის გაქრა ქრომირებული დეტალები. დამუქებულია მთავარი და სანისლე ფარები.
პრიალა შავ ფერშია (ფერის სახელია სანტორინი ბლექ) გამოწყობილი გამოსაბოლქვი
მილები და უკანა ბამპერი. იგივე სტილშია შესრულებული უკანა სპოილერი, სახურავი და
ყველა საყრდენი. ამ პაკეტისთვის სპეციალურადაა შემუშავებული ახალი 20-დუიმიანი
ბორბლები, რომლებსაც 9 წკირი აქვთ. რა თქმა უნდა, ბორბლებიც პრიალა შავი ფერითაა
შეღებილი.
ინტერიერში გამოჩნდა ყვითელი (ფერის სახელია
სიცილიური ყვითელი) ფერი. ამ ფერითაა შეღებილი სავარძლის, კარების და ცენტრალური
კონსოლის ზოგიერთი დეტალი. სახელის მიუხედავად, მყიდველს ექსტერიერში დამატებულ ფერთა
ორ გამას შესთავაზებენ, რომელთაგან ერთი „სანტორინის შავია“ (სანტორინი
საბერძნეთის კუნძულია), მეორე კი - „სიცილიური ყვითელი“. სხვათა შორის, უფრო ადრე,
„ლენდ როვერმა“ „ევოუკის“ ვერსია „სიცილიან იელოუ“ გამოუშვა, რომელშიც ასევე „სანტორინის
შავსაც“ სთავაზობდა მყიდველს.
„ბლექ დიზაინ“ პაკეტის საბაზო ვერსიად, „ევოუკის“
კომპლექტაცია „დაინამიკია“ აღებული.
No comments:
Post a Comment