დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, February 23, 2013

ახალი „ჯიპ ჩეროკი“

2014 Jeep Cherokee Officially Revealed
23 თებერვალი

„ჯიპს“ სიახლე აქვს - ახალი „ჩეროკი“. ამ სიახლის ოფიციალურ პრემიერას „კრაისლერი“ ნიუ იორკის საერთაშრისო ავტო შოუზე გეგმავს. და როგორც ჩანს, მის გახმაურებას ჯერ არ აპირებდა. მაგრამ ინტერნეტ გამოცემა „იალოპნიკზე“ ახლახანს „ჯიპის“ ქარხანაში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ახალი „ჩეროკი“ შეუნიღბავად არის გადაღებული.

ამით დაიკარგა ის ქიშმიში, რომელიც ახალი დიზაინის გასაიდუმლოებაშია. ან იქნებ პირიქით, „ჯიპმა“ ეს გაჟონვა სპეციალურად მოაწყო, რათა ამ ინფორმაციას საზოგადოების ყურადღება მიექცია, რაც ახალი პროდუქტის რეკლამირების ერთ-ერთი საშალებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანი - რეკლამა მიღწეულია. „იალოპნიკის“ წყალობით ყველას ჰქონდა იმის საშუალება, რომ ახალი „ჩეროკის“ სახე ენახა.
და რამდენადაც ეს სახე საიდუმლო აღარ იყო, „კრაისლერმა“ თავისი მომავალი ჰიტის ოფიციალური ფოტოები მაშინვე გაავრცელა. თქვენს გემოვნებაზეა, მოგეწონათ, თუ არა ამერიკული კომპანიის ახალი საშუალო ზომის უგზოობის ავტომობილი. ბევრმა მიმომხილველმა ის აწ განსვენებული „პონტიაკის“ უშნო „აცტეკსაც“ კი მიამსგავსა...
ფოტოებთან ერთად, „ჯიპმა“ გვაუწყა, რომ ახალი „ჩეროკი“ თავის კლასში ისევ (ერთ დროს მართლაც ასე იყო, ოღონდ მაშინ ამ ტიპის ავტომობილებს ბევრი არ აწარმოებდა) საუკეთესო ავტომობილი იქნება. ამასთან, აწ უკვე „ფიატის“ ოჯახში შემავალი მარკა სიამაყით გვპირდება, რომ ახალი ჩეროკის აპეტიტი, წინამორბედისაზე 45 პროცენტით ნაკლები (!) იქნება.
არაოფიციალური, თუმცაღა საკმაოდ დასაჯერებელი ინფორმაციით, ახალი „ჩეროკი“ „დოჯ დარტის“ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც თავის მხრივ, „ალფა რომეო ჯულიეტასთანაა“ დაკავშირებული. მოსალოდნელია, რომ 3.2-ლიტრიანი V6-ის გარდა, ახალი ავტომობილი ოთხცილინდრიანი ძრავებითაც აღიჭურვება.
მოკლედ, ახლა უკვე ვიცით, რომ „ჯიპი“ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელის მოსულიერებას აპირებს. შეძლებს თუ არა ამას, ნიუ იორკის ავტო შოუზე მიღებული გამოხმაურებებით შევიტყობთ.

No comments:

Post a Comment