დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, February 23, 2013

„მაკლარენის“ ელექტრონიკა გუნდებს პრობლემებს უქმნის

McLaren software causing problems for F1 teams
23 თებერვალი

ფორმულა ერთის გუნდებისთვის, მარტო „პირელის“ სწრაფად ცვეთადი საბურავები არ არის პრობლემა. ისინი ასევე ჩივიან, რომ ბევრ პრობლემას ქმნის კონტროლის ელექტრონული სისტემის მუშაობა, სისტემის, რომლითაც ყველა გუნდს „მაკლარენის“ შვილობილი კომპანია „მაკლარენ ელექტრონიკ სისტემზი“ ამარაგებს. ეს უფლება უოკინგელებმა FIA-სგან ოფიციალურად, ტენდერის შემდეგ მიიღეს და ახლახანს, კონტრაქტიც გააგრძელეს.

ყველაზე ხმამაღლა ახალ ელექტრონულ სისტემას „რედ ბულ რეისინგი“ აკრიტიკებს, რომლის მთავარი სარბოლო ინჟინერი ენდი დეიმრუმი ამბობს, რომ ახალი ელექტრონიკით გაწბილებულია. უფრო მეტიც, გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ წერს, რომ პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ზოგიერთი გუნდი თავის მანქანას ბოქსებიდან „ბრმად“ მართავს. „შექმნილი სიტუაცია, მოტორ სპორტის განვითარების შუა პერიოდს ჰგავს“, - წერს ჟურნალი.
უკვე ლაპარაკობენ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზეც. საქმე ისაა, რომ „მაკლარენმა“ სისტემას მოდერნიზაცია ჩაუტარა, მისი ტვინი - კომპიუტერი კი ისე მომართა, რომ 2014 წლის სეზონის რეგლამენტთან შესაბამისობაშიც იყოს. როგორც ცნობილია, ახალი რეგლამენტით, ფ1-ში ტურბო ძრავები დაბრუნდება. გარდა ამისა, უფრო მნიშვნელოვანი იქნება კერს-ის როლი. ელექტრონიკის მოდერნიზება FIA-ს მოთხოვნით ხდება - საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას სურს, რომ ახალი რეგლამენტის დამკვიდრება უმტკივნეულო იყოს.
„უილიამსის“ გუნდის მენეჯერი დკი სტენფორდი სწუხს, რომ ტესტების დროს, მანქანასთან ტელემეტრიული კავშირის დამყარება ვერ ხერხდება, ამის გარეშე კი ტესტების გაანალიზება და საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. ამიტომ, „მაკლარენ ელექტრონიკ სისტემზმა“ გუნდებს სასწრაფოდ მიაწოდა გასული სეზონის ელექტრონიკა, რომელიც გამართულად მუშაობს.
ოპტიმისტურადაა განწყობილი „ფერარის“ ძრავების დეპარტამენტის შეფი ლუკა მარმორინი, ვინც იმედოვნებს, რომ მელბურნისთვის ყველა პრობლემა მოგვარდება და სისტემა გამართულად იმუშავებს.

No comments:

Post a Comment